რომელ სექტორშია ყველაზე მაღალი ხელფასი საქართველოში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2015 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიურმა ხელფასმა 856 ლარი შეადგინა. 2014 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით საშუალო ხელფასი 10%-ით შემცირდა, ხოლო 2014 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 7.6%-ით არის გაზრდილი.
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი დაფიქსირდა საფინანსო სექტორში - 1757 ლარი. მეორე ადგილზეა სახელმწიფო მმართველობა - 1256 ლარით, ხოლო მესამეზე ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორია - 1122 ლარით. ყველაზე დაბალი ხელფასი კი განათლების სფეროშია - თვეში საშუალოდ 458 ლარი.
სექტორები |
2015 წელი |
ყველა სექტორის საშუალო |
855.9 |
საფინანსო საქმიანობა |
1757 |
სახელმწიფო მმართველობა |
1251 |
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა |
1122 |
მშენებლობა |
1102 |
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება |
1086 |
სამთომოპოვებითი მრეწველობა |
1084 |
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა |
998 |
ჯანმრთელობის დაცვა |
807 |
კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა |
731 |
დამამუშავებელი მრეწველობა |
719 |
ვაჭრობა |
714 |
სოფლის მეურნეობა |
545 |
სასტუმროები და რესტორნები |
536 |
განათლება |
458 |