თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები

ამერიკული ფორბსი თბილისის საუკეთესო ღვინის ბარებს ასახელებს და ღვინის ყველა მოყვარულს ურჩევს ეწვიოს საქართველოს, რათა დააგემოვნოს იშვიათი ღვინო, რომელსაც 8 000 წლიანი ისტორია აქვს. ფორბსი ასევე აღნიშნავს, რომ ქართველები საოცრად ამაყობენ საკუთარი ღვინით და მისი მომზადების ტრადიიცით, რომელიც უნიკალურია თავისი თიხის ჭურჭლის ჩათვლით.

ღვინის ყველა მოყვარული, ვინც კი თბილისში მოხვდება, ვიზიტი ღვინის ორი ბარით უნდა დაიწყოს, ესენია g.Vino და Vino Underground. როგორც გამოცემა აღნიშნავს Vino Underground-ს განუმეორებლობას მისი მფლობელები სძენენ, რადგან ისინი მეღვინეები არიან და მუდამ სიახლეებით ანებივრებენ სტუმრებს. ფორბსი ასევე აღნიშნავს, რომ ღვინის ბარი g.Vino-ც ფავორიტთა რიგებშია, სადაც ღვინოსთან ერთად უგემრიელესი კერძების დააგემოვნების შესაძლებლობას იძლევა.

გამოცემა ახალ აღმოჩენაზეც წერს, ეს გახლავთ ღვინის ბარი სულიკო, რომელიც ქალაქის ცენტრალურ უბანშია განთავსებული. ბარი ძველი ბინის პირველ სართულზე ვერის უბანში მდებარეობს, ბარს აქვს პატარა ეზოც. სულიკო მომხმარებელს გემრიელ კერძებს და ნატურალურ ღვინოს სთავაზობს.

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: Vineria, Mosmiery Wines & Tapas, Chacha Corner, Tsangala’s Wine Shop & Bar, Tsangala’s Wine Shop & Bar, Dadi Bar, 8000 Vintages და Wine Factory N1.

წყრო: Forbes.com

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *