ჯეფ ბეზოსი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ათწლეულის ბიზნესმენად დასახელდა

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელების უმრავლესობამ ჯეფ ბეზოსი, Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ათწლეულის ტოპ-ბიზნესმენად დაასახელა. გამოკითხვა CNBC-იმ ჩაატარა.

მეორე ადგილზე გავიდა ჯეკ მა, უმხსვილესი ჩინური ინტერნეტ-კომერციული პლატფორმის Alibaba-ს დამფუძნებელი, ხოლო მესამეზე - ელონ მასკი, Tesla Motors-ის აღმასრულებელი დირექტორი. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელების მიერ დასახელებულთა შორის ასევე მოხვდნენ სატია ნადელა, ტიმ კუკი, უორენ ბაფეტი და ჯეიმი დაიმონი. 

ბეზოსმა ამაზონი 90-იან წლებში დაარსა. პლატფორმა დღეს მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ ბაზარია, რომელიც შემოსავლებით ამერიკის უდიდეს საცალო სავაჭრო ქსელ Walmart-საც კი აჭარბებს. 2018 წელს მისმა გაყიდვებმა თითქმის 233 მილიარდი დოლარი შეადგინა. 

Forbes-ის და Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ბეზოსის ქონება 109 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. 

წყარო: CNBC

ჩვენ გირჩევთ

აშშ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგის სათავეშია

ანთებული ნათურის ფასი

აშშ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგის სათავეშია

აშშ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგის სათავეშია

წინა სტატია

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები
16 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

მოწეული ქონება
17 დეკემბერი, 2019
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker