მერკელი კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ გეგმავს

გერმანია კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ გეგმავს, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიაა მექსიკა, ვიეტნამი და ინდოეთი. ამის შესახებ გერმანული მაუწყებელი "დოიჩე ველე" იტყობინება.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კვალიფიციური კადრების დეფიციტის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბევრი წარმატებული კომპანია იძულებული გახდება ქვეყნის ფარგლებს გარეთ წარმართოს საკუთარი საქმიანობა კადრების ნაკლებობის გამო.

”ჩვენ ვიცით, რომ მრავალი სექტორი და ბიზნესი ეძებს გამოცდილ კადრებს, ამიტომ ჩვენ ყველა ძალა უნდა ვიხმაროთ და ვუზრუნველჰყოთ ბიზესი კვალიფიციური მუშახელით”, - განაცხადა მერკელმა.

როგორც მერკელი აღნიშნავს 2.5 მილიონზე მეტი ადამიანი მუშაობს გერმანიაში ევროკავშირის ქვეყნებიდან, „მაგრამ ეს საკმარისი არ არის და ამიტომ ჩვენ უნდა მოვიძიოთ გამოცდილი მუშახელი ევროკავშირის ფარგლებს გარეთაც,“- თქვა მერკელმა.

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, კადრების იმიგრაციის კანონი, რომელიც 2020 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება, საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს გამარტივებული გზით ჩამოვიდნენ გერმანიაში და დასაქმდნენ.

გერმანიაში პროფესიონალების დეფიციტი აქვთ ისეთ სფეროებში, როგორიცაა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი, ინჟინერი, მზარეული, ექთანი, ხანდაზმულთა მომვლელი, ელექტროტექნიკოსი, მეტალურგი და ა.შ.

წყარო: Deutsche Welle

ჩვენ გირჩევთ

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები

ანთებული ნათურის ფასი

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები

წინა სტატია

საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს
17 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
17 დეკემბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker