საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის 10 წლიან სუბორდინირებულ სინდიცირებულ სესხის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. შეთანხმების სინდიცირების აგენტია FMO - Dutch entrepreneurial development bank. თავდაპირველი მონაწილეები აგენტთან ერთად არიან DEG - Deutsche Investitions-und Entwicklungsgesellschaft, Finnish Fund for Industrial Cooperation Ltd., Obviam, Swedish Development Finance Institution - Swedfund International AB, BlueOrchard Microfinance Fund (BOMF) და Symbiotics Group. 

რესურსი განკუთვნილია ბანკის მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტად კლასიფიცირებისთვის (თანხის განაღდებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ინსტრუმენტის კლასიფიკაციის დადასტურების შემდგომ) ბაზელ III–ის რეგულაციის ფარგლებში და ბანკის კაპიტალის პოზიციებს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. 

"მოხარული ვარ, რომ FMO-სთან ჩვენი გრძელვადიანი და წარმატებული პარტნიორობა ამ მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. სუბორდინირებული სესხი ბაზელ III-ის რეგულაციების ფარგლებში კაპიტალის შემდგომი გაუმჯობესების შესაძლებლობას მოგვცემს. მსურს, მადლობა გადავუხადო FMO-ს, რომელმაც ჩვენს ამჟამინდელ და ახალ პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად ტრანზაქციის განხორციელების შესაძლებლობა მოგვცა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ჩვენს ახალ პარტნიორ კრედიტორებს ბანკის კაპიტალის სტრუქტურის დივერსიფიკაციისა და კაპიტალის პოზიციის გამყარებაში მხარდაჭერის გაწევისთვის, რომელიც საქართველოს ბანკის, როგორც ქვეყნის წამყვანი ბანკის როლის გაძლიერებაში აისახება",- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

ჩვენ გირჩევთ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

საქართველოს ბანკი და სოლო წარმოგიდგენთ ლენი კრავიცის გრანდიოზულ კონცერტს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა

წინა სტატია

მერკელი კვალიფიციური კადრების მოზიდვას ევროკავშირის გარეთ გეგმავს
17 December, 2019

შემდეგი სტატია

პეპსი coffee-cola-ს გაყიდვებს იწყებს
17 December, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
ახალი ამბები ქართულად | Oct, 26, 2020
ესპანეთში COVID-ინფიცირებული ჰოსპიტალიზებული პაციენტების 82%-ს D ვიტამინის ნაკლებობა აქვს - კვლევა
ახალი ამბები ქართულად | Nov, 02, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker