პეპსი coffee-cola-ს გაყიდვებს იწყებს

პოპულარული უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების კომპანია PepsiCo მომხმარებელს ახალ პროდუქტს coffee-cola-ს აპრილიდან შესთავაზებს. პროდუქტი თავდაპირველად აშშ-ს ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ გავლენიანი გამოცემა ბლუმბერგი იტყობინება.

სასმელი აერთიანებს ყავის და კოლას არომატს, რომელიც ორმაგ კოფეინს შეიცავს ჩვეულებრივ პეპსისთან შედარებით. პროდუქტი ბაზარზე ორი არომატით იქნება წარმოდგენილი, სტანდარტულით და ვანილით.

მიუხედავათ იმისა, რომ პეპსი აწარმოებს და რეალიზაციას უწევს პროდუქტების ფართო სპექტრს, მათ შორის Gatorade-ს და Diet Pepsi-ის, კომპანია ცდილობს სტრატეგია შეცვალოს და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადოს ასორტიმენტი. რადგან ბაზარზე მისი კონკურენტები პროდუქტის ახალი ვარიანტებით გამოჩნდნენ. საქმე ეხება მის კონკურენტ კოკა-კოლას.

აღსანიშნავია, რომ კოკა-კოლა აქტიურად ცდილობს უფრო მეტი წილით იყოს წარმოდგენილი ყავის ბაზარზე, მას შემდეგ რაც ბრიტანული კაფეების ქსელი Costa შეიძინა 5.1 მილიარდ დოლარად. კომპანიის პროდუქტს Coca-Cola Plus Coffee-ის უკვე მსოფლიოს უამრავ სუპერმარკეტში შეხვდებით.

წყარო: Blumberg

ჩვენ გირჩევთ

ჯეფ ბეზოსი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ათწლეულის ბიზნესმენად დასახელდა

თბილისის საუკეთესო ღვინის ბარები

ჯეფ ბეზოსი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ათწლეულის ბიზნესმენად დასახელდა

ჯეფ ბეზოსი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ ათწლეულის ბიზნესმენად დასახელდა

წინა სტატია

საქართველოს ბანკმა 107 მილიონი დოლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი
17 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Merkel hopes to recruit qualified workers from outside the EU
17 დეკემბერი, 2019
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker