Forbes Georgia-მ გალა-მიღება გადადო

ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, Forbes Georgia-მ მიიღო გადაწყვეტილება ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით.

საქართველოს საქმიან საზოგადოებას მოეხსენება და შესაბამისი მოსაწვევებიც მიიღეს Forbes Georgia-ს 2019 წლის გალა-მიღებასთან დაკავშირებით. Forbes-ის ფორმატი ტრადიციული მიღების გარდა ასევე წლის გამორჩეული ბიზნესმენისა და Forbes-ის სხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დასახელებას ითვალისწინებს. წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი დაგეგმილია ჩვენი სპეცპროექტის 30under30-ის სიის დასახელებითაც, სადაც Forbes-ი ნომინირებას უკეთებს და ადგენს 30-წლამდელი ლიდერების სიას სხვადასხვა სფეროსა და საქმიანი ინდუსტრიის მიხედვით.

ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით, Forbes Georgia-მ მიიღო გადაწყვეტილება ამ ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით. ვითარება და განწყობა ბიზნესსაზოგადოებაში ისედაც რთული იყო, თუმცა გუშინდელმა ფაქტმა -  ლუკა სირაძეს ტრაგიკულმა დაღუპვამ - ეს გადაწყვეტილება გაამყარა. ჩვენ თანავუგრძნობთ გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ნათესავებს. იმედს ვიტოვებთ,რომ ეს ტრაგიკული ფაქტი იქნება ბოლო,რომელიც სისტემის ბნელ მხარეებს სააშკარაოზე გამოიტანს და ამას ფუნდამენტური სისტემური რეფორმები მოჰყვება. მხოლოდ სამართლებრივ გარემოში შეძლებს კერძო სექტორი დოვლათის შექმნას და პასუხისმგებლიან საქმიანობას.

Forbes Georgia-ს ბიზნესდაჯილდოება გაიმართება მომავალი, 2020 წლის დასაწყისში. ამ პერიოდში შედგება Forbes 30under30 ლიდერთა სიის დასახელებაც. დამატებით ინფორმაციას ღონისძიებასთან დაკავშირებით Forbes-ის საგამომცემლო სახლი ჩვენი და პარტნიორი საინფორმაციო საშუალებებით გაცნობებთ.

ჩვენ გირჩევთ

ანთებული ნათურის ფასი

ჯანდაცვის პოლიტიკა ჯანდაცვის პროფილაქტიკასა და ავადმყოფობის პრევენციას არ ემსახურება

ანთებული ნათურის ფასი

ანთებული ნათურის ფასი

წინა სტატია

BBC-იმ შეიძლება წელიწადში საშუალოდ 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაკარგოს
18 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

Forbes Georgia Postponed Gala Reception & Dinner
18 დეკემბერი, 2019
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker