Galaxy Fold ლიმიტირებული რაოდენობით საქართველოშია

2019 წელი სმარტფონების ინდუსტრიაში ყოველთვის დარჩება გარდამტეხ პერიოდად, ეს არის  წელი, როდესაც Samsung-მა წარმოგვიდგინა მსოფლიოში პირველი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold-ი.  კომპანია სამსუნგი დრეკადი ეკრანის ტექნოლოგიაზე წლების განმავლობაში მუშაობდა და ზუსტად 2019 ში მოხდა პირველი “მატერიალიზაცია”, ფართო მასებისთვის გახმაურებული პრეზენტაცია, შემდგომ გაჯეტის დახვეწა და მასობრივ წარმოებაში ჩაშვება.

დაკეცილ მდგომარეობაში Galaxy Fold ჩვეულებრივი 4.6 ინჩიანი სმარტფონია, მაგრამ გადაშლი და ეკრანის პარამეტრები სრულიად იცვლება და თქვენს წინაშე წარსდგება 7.3 ინჩიანი, უზარმაზარი Dynamic AMOLED ეკრანი. სწორედ ეს არის დასაკეცი სმარტფონის იდეა და მომავლის ხედვაც: პატარა კომპაქტური სმარტფონის, რომლის ტარებაც ჯიბით შეგიძლიათ, მინი ზომის ტაბლეტად გადაქცევა. თქვენ თავად განსაჯეთ რაოდენ უცხო და განსხვავებულ შეგრძნებებთან შეიძლება ასოცირდებოდეს ასეთი მოწყობილობის ყოველდღიური მოხმარება. იგი იდეალურია მულტიმედია კონტენტისთვის, გეიმინგისთვის, წიგნის წასაკითხად თუ ფილმების საყურებლად.

ბოლო პერიოდში სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიებს ჰქონდათ მცდელობა შეექმნათ მსგავსი ტიპის მოწყობილობები, თუმცა უმეტესი მათგანი მხოლოდ პროტოტიპის ფაზაში დარჩა. სისტემურად და ტექნიკურად Galaxy Fold-ის მსგავად დაბალანსებული დასაკეცი სმარტფონი ამ მომენტისთვის უბრალოდ არ არსებობს. ეს არის პრემიუმ მოწყობილობა, უძლიერესი პროცესორით, 6 კამერიანი “სეთაფით” და ინოვაციური ფორმ-ფაქტურით, რომლის მსგავსიც არასდროს გვინახავს.

ცნობისათვის, Galaxy Fold-ი სამსუნგის ოფიციალურმა წარმომადგენლობამ ლიმიტირებული რაოდენობით შემოიტანა საქართველოში და მისი შეძენა მხოლოდ ოფიციალური ჰოლოგრამით, სამუნგის პარტნიორ მაღაზიებში “ალტასა” და “ელიტ ელექტრონიქსში” იქნება შესაძლებელი. Galaxy Fold-ის გაყიდვა დღეს, 20 დეკემბერს 13:00 საათზე დაიწყო.

აქვე შეგახსენებთ, სამსუნგის სმარტფონების შეძენა რეკომენდირებულია მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით, რომელიც საშუალებას იძლევა განასხვაოთ ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისაგან და მიიღოთ უამრავი სარგებელი, მათ შორის: ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურება, ოფიციალური გარანტია, ადგილობრივ ქსელებთან სრული თავსებადობა, გარანტირებულად ახალი და ორიგინალი პროდუქტი, დამატებით აქციებში ჩართვის შესაძლებლობა (Trade-In, უსაზღვრო ეკრანის გარანტია, ა.შ).

ჩვენ გირჩევთ

ფორდი დამატებით 3,000 სამუშაო ადგილს შექმნის

მსოფლიოს მასშტაბით Google შეფერხებით მუშაობს

ფორდი დამატებით 3,000 სამუშაო ადგილს შექმნის

ფორდი დამატებით 3,000 სამუშაო ადგილს შექმნის

წინა სტატია

Bold by Veuve Clicquot-ს ჯილდოს მფლობელი 2019 წელს საქართველოში ქეთი ქვარცხავა გახდა
20 December, 2019

შემდეგი სტატია

უკრაინელი მილიარდერი ჩერნოვეცკი შავი ზღვის პირას მდებარე ვილას ყიდის
20 December, 2019
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker