თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის ინოვაციურ პროდუქტს - თიბისის სამაჯურს სთავაზობს

პირველად საქართველოში, თიბისი ბანკის მომხმარებელი გადახდების განხორციელებას ინოვაციური მეთოდის, თიბისის სამაჯურის გამოყენებით შეძლებს.

თიბისის სამაჯურით გადახდა ბევრად მარტივი და კომფორტულია და ამისათვის, ელექტრონული საფულის და ბარათის გამოყენება აღარ არის საჭირო.

სამაჯური ეკოლოგიურად სუფთა, წყალგაუმტარი, სიცხე და ყინვა გამძლე  პროდუქტია და მისი გამოყენებით გადახდა შესაძლებელია  ყველგან, სადაც გადახდის ტერმინალია განთავსებული. გადახდის პროცესი მომენტალურია და ამისათვის სამაჯურის POS ტერმინალთან მიახლოებაა საკმარისი. თიბისის სამაჯურით ასევე შესაძლებელია ბანკომატიდან თანხის განაღდებაც.

თიბისის სამაჯურით სარგებლობისას მომხმარებელს დამატებითი ნივთების ტარების საჭიროება აღარ ექნება. გადახდა განსაკუთრებით კომფორტულია მოგზაურობისას, სრიალისას, აუზზე თუ სპორტდარბაზში ყოფნისას.

თიბისის სამაჯურის შეძენა შესაძლებელია თიბისი ბანკის ფილიალებში, ასევე,  ვებ-გვერდზე - https://www.tbcpayment.ge/ka/ , სადაც განთავსებულია დეტალური ინფორმაცია სამაჯურის და მისი გამოყენების შესახებ.

მომხმარებლისთვის უკვე ხელმისაწვდომია რამდენიმე დიზაინისა და ფერის თიბისის სამაჯური.

ჩვენ გირჩევთ

აუდიტის სფერო საქართველოში - გამოწვევები და მიღწევები

საქართველოს უმსხვილესი მწარმოებელი კომპანიების რეიტინგი

აუდიტის სფერო საქართველოში - გამოწვევები და მიღწევები

აუდიტის სფერო საქართველოში - გამოწვევები და მიღწევები

წინა სტატია

რომელი დიდი კომპანიების აღმასრულებლმა დირექტორებმა დატოვეს თანამდებობა 2019 წელს
25 დეკემბერი, 2019

შემდეგი სტატია

დაუნის სინდრომის ასოციაციის პროექტის “ბაბალეს წინდა”-ს პრეზენტაცია გაიმართა
25 დეკემბერი, 2019
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker