ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზარდა

ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ნოემბერში წინა წლის ნოემბერთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა. 11 თვის ჯამში, იანვარ-ნოემბერში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5.3%-ია. მესამე კვარტალში კი ზრდამ 5.8% შეადგინა.

2018 წელს საქართველოს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა. 2019 წლისთვის კი საქართველოს მთავრობა 4.8%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს (ჯერ-ჯერობით უცნობია დეკემბრის ეკონომიკური ზრდა). საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი 2019 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის 4.6%-იან ზრდას პროგნოზირებენ.

გრაფიკი: საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *