PISA 2018 საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ კრიზისს აჩვენებს

ქართველ მოსწავლეებს წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭირთ, ასევე სავალალოა ვითარება მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების საბაზო ცოდნის მხრივ - ამის შესახებ ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD), “მოსწავლეების საერთაშორისო შეფასების” (PISA) 2018 წლის ანგარიშიდან ხდება ცნობილი.

ტესტირება, რომელიც რამდენიმე წელიწადში ერთხელ, მსოფლიოს 80-მდე ქვეყნის მასშტაბით, 15 წლის მოსწავლეთა შორის ტარდება, ქვეყნების მიერ განათლების მიმართულებით გატარებული რეფორმების ეფექტიანობის შეფასების საშუალებას იძლევა.

2015 წელთან შედარებით ქულებისა და პოზიციების საგრძნობი გაუარესება მეტყველებს იმაზე, რომ გასული წლების განმავლობაში საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში გატარებული რეფორმების ეფექტიანობა დაბალი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლის კვლევასთან შედარებით, ქართველი მოსწავლეების შედეგები ანგარიშის სამივე მთავარ კრიტერიუმში (წაკითხულის გააზრება, მათემატიკა, მეცნიერებები) მკვეთრად არის გაუარესებული.

2018 წლის შეფასებით, საქართველომ მონაწილე 77 ქვეყანას შორის ერთ-ერთი დაბალი შედეგები აჩვენა. მაგალითად, წაკითხულის გააზრების მხრივ, 70-ე ადგილს იკავებს და მისი საშუალო ქულა 380-ს შეადგენს. ეს 2015 წლის კვლევასთან (410 ქულასთან) შედარებით, 21 ქულით გაუარესებულ მაჩვენებელს წარმოადგენს. მათემატიკის მიმართულებით საქართველოს ქულა 398-ია, რითაც ქვეყანა 66-ე ადგილზე გავიდა. 2015 წლის ანგარიშში ქვეყნის შეფასება 404 იყო, შესაბამისად, გაუარესება 6 ქულას შეადგენს.

ყველაზე საგრძნობია გაუარესება საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მხრივ, სადაც 2015 წლის ანგარიშით საქართველოს 411 ქულა ჰქონდა, 2018 წლის ანგარიშით კი 28 ქულით ნაკლებია და 383-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) აღნიშნული ტესტები 2000 წელს დანერგა. რეიტინგის შედგენაში OECD-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნებიც მონაწილეობენ. რეიტინგი განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებში განათლების სისტემების ხარისხის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

დოკუმენტის მიხედვით, საუკეთესო შედეგები ჩინეთის, სინგაპურის, ჰონკონგის, ესტონეთის, იაპონიისა და კორეის მოსწავლეებს აქვთ.

ჩვენ გირჩევთ

გასული წელი და 2020 წლის გამოწვევები

2020

გასული წელი და 2020 წლის გამოწვევები

გასული წელი და 2020 წლის გამოწვევები

წინა სტატია

2019 წლის ყველაზე პოპულარული სტატიები Forbes.ge-ზე
06 January, 2020

შემდეგი სტატია

"ბიზნესდაჯილდოება 2019" - ვინ არიან გამარჯვებულები?
08 January, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
ახალი ამბები ქართულად | Oct, 26, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker