პროექტი „სტამბოლის არხი“ სავარაუდოდ $1 მილიარდის შემოსავალს მოიტანს

პროექტი „სტამბოლის არხი“ სავარაუდოდ  $1 მილიარდის შემოსავალს მოიტანს

როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი აცხადებს, მეგაპროექტი „სტამბოლის არხი“ სავარაუდოდ დღეში 185 გემს მოემსახურება, მაშინ როცა ბოსფორის სრუტეს 118-125 გემის გატარება შეუძლია. ამის შესახებ მედია ორგნიზაცია Anadolu Agency-ი წერს.

”სავარაუდოდ, წელიწადში 1 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავლის მიღება იქნება შესაძლებელი „სტამბოლის არხიდან“,  განუცხადა ქაჰით თურანმა Anadolu Agency-ის.

სააგენტო აღნიშნავს ტრასნპორტის მინისტრზე დაყრდნობით, რომ არხი წელიწადში 50,000 გემს მოემსახურება 2035 წლისთვის, 2050 წელისთვის – 70,000 და 2070 წელისთვის კი მათი რიცხვი 80,000-მდე გაიზრდება.

როგორც თურანი ამბობს, დამატებით 250 მილიონი აშშ დოლარის გამომუშავება მოხდება პორტებიდან და ლოგისტიკური ცენტრებიდან.

შეგახსენებთ, რომ „სტამბოლის არხის“  მშენებლობა 2020 წელს დაიწყება და პროექტი სავარაუდოდ 2025-2026 წლებში დასრულდება. არხის სიგრძე 45 კილომეტრი იქნება. პროექტის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარია. ასევე დამატებითი შემოსავლების მიღება იგეგმება კომერციული ფართების ქირიდან, რომელიც სამი მილიონი კვადრატული მეტრია. შემოსავლის სავარაუდო ოდენობა 3 მილიარდი აშშ დოლარია.

აღნიშნული პროექტის მიზანი, ბოსფორის სრუტის განტვირთვაა. ახალი არხის გამოყენება როგორც ჩვეულებრივ  ასევე სატვირთო და  საშიში ნივთიერებების გადამტან გემებსაც შეეძლებათ.

წყარო: Anadolu Agency

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *