ბაზარზე მიზანმიმართულმა მუშაობამ გრანთ თორნთონს მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა

ბაზარზე მიზანმიმართულმა მუშაობამ გრანთ თორნთონს მნიშვნელოვანი ზრდა მოუტანა

გრანთ თორნთონ ინტერნეშენალმა ფინანსური წელი შეაჯამა. 2019 წლის 30 სექტემბრის მონაცემებით, ქსელში შემავალი კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა 5,72 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 5,1%-ით არის გაზრდილი. მუდმივი კურსის პირობების* გათვალისწინებით, ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია და 6,4%-ს შეადგენს, რაც განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:

  • ინვესტიციები სტრატეგიული ზრდის ბაზარებზე, სადაც გრანთ თორნთონი ხედავს მეტ პოტენციალს ბაზრის საშუალო სეგმენტში. ქვეყნებში, რომლებიც ამ ბაზრებში შედის, ჩვენი ფირმები 12,8%-ით გაიზარდნენ – რაც გლობალური ზრდის ტემპს ორჯერ აღემატება – და 2019 წლის მთლიან გლობალურ შემოსავალში მათმა წილმა 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. აღნიშნულ ბაზრებზე მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ბრაზილიაში (+26.3%), გერმანიაში (+24,3%), ინდოეთში (+21,2%), იაპონიასა (+14,4%) და ჩინეთში (9,9%).
  • აღსანიშნავია ზრდა აზიისა და წყნარი ოკენის აუზის ქვეყნებში, სადაც ჯამურად 10,7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც თითქმის ორჯერ აღემატება ამ რეგიონის მშპ-ს საპროგნოზო ზრდის მაჩვენებელს 2019 წლისათვის.
  • მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა სერვისის მიმართულებით, თუმცა გამორჩეული იყო ედვაიზორი-საკონსულტაციო სერვისები (+8,6%), საგადასახადო მომსახურებები (+5,9%) და აუდიტი (+4,7%)
  • გლობალური აქცენტი კეთდება საშუალო ზომის ზრდად ბიზნესებზე, რომელებიც სავარაუდოდ, დანარჩენ ბაზარზე მეტად იზრდება.

როგორც გრანთ თორნთონ ინტერნეშენალის აღმასრულებელი დირექტორი, პიტერ ბოდინი აღნიშნავს, “2019 წელს მიღებული რეკორდული შემოსავალი, მნიშვნელოვან წილად განპირობებულია გუნდის მიზანმიმართული სტრატეგიით, კომპანიის კორპორატიული კულტურით და ხარისხზე ფოკუსირებით, რამაც საბლოო ჯამში განაპირობა ჩვენი ქსელის მდგრადი განვითარება. 2019 წელს, მაშინ როდესაც, ბიზნესების ოპტიმიზმი გლობალურად იკლებდა, ჩვენი ფირმები აქცენტს აკეთებდნენ ხარისხზე და ეხმარებოდნენ კლიენტებს მორგებოდნენ არსებულ ბაზრებს, რამაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქსელისთვის კიდევ ერთი რეკორდული შედეგი გამოიღო.”

“გაამართლა სტრატეგიულ ზრდად ბაზრებზე ჩვენმა ინვესტიციებმა. დანარჩენ ქსელთან შედარებით, აღნიშნულ ბაზრებზე ორმაგი ზრდა ფიქსირდება და გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მოლოდინებიც იზრდება ამ მიმართულებით.”

“ჩვენი კლიენტები ვითარდებიან გეოგრაფიულად, რაც ცვლის მათი ბიზნესის კეთების გზებს და უწევთ ახალ რეგულაციებზე მორგება. ჩვენც შესაბამისად უნდა განვვითარდეთ და მოვერგოთ მათ. ასევე აღსანიშნავია დიდი მოლოდინი მომხმარებლების, ინვესტორების და მარეგულირებელების მხრიდან, რომ მდგარდი ეკონომიკის შესაქმნელად შეიცვალოს არსებული ბიზნეს მოდელები. შესაბამისად, გრანთ თორნთონის ფირმები წარმატებით აგრძელებენ მომავალი თაობის მდგრადი პროფესული სერვისების შექმნას.”

აღსანიშნავია ჩვენი ქსელის სიძლიერე ძირითად ბაზრებზე, რომელიც 20 უდიდესი ფირმის შედეგების მიხედვით შედგება და 7,1%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით.

რეგიონული ზრდა ქვეყნების მიხედვით: ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა (+5,7%), სადაც ლიდერია ბრაზილია (+26,3%), კანადა (+8,9%) და პუერტო რიკო (+10,01%). ევროპაში (+7,9%) მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დანიაში (+21,9%) გერმანიაში (+24,3%), ირლანდიაში (+10,4%), პოლონეთში(24,7%) და ესპანეთში (+14.9%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა შუა აღმოსავლეთის მთელ რეგიონშიც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *