ნახშირბადის ელიმინაციაზე Microsoft-ი მილიარდ დოლარს დახარჯავს

Microsoft-ი პირველი დიდი ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელმაც პირობა დადო, რომ "კარბონ-ნეიტრალური“ გახდება და მეტიც, კომპანია მილიარდი დოლარის ინვესტრებას გეგმავს ჰაერის ნახშირბადისგან გაწმენდის მიმართულებით. ამის შესახებ გამოცემა Techspot-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, Microsoft-ი ამ თანხის დაბანდებას განვითარებად ტექნოლოგიებში აპირებს, რაც ხელს უწყობს ნახშირორჟანგის განდევნას ატმოსფეროდან.

Microsoft-ი აცხადებს, რომ კომპანია 2030 წლისთვის "კარბონ ნეიგატიური" გახდება, რაც ნიშნავს, რომ ის ნახშირბადის ელიმინაციას იმაზე აქტიურად მოახდენს, ვიდრე მისი ობიექტები და საწარმოები აბინძურებენ.

როგორც Microsoft-ი, ასევე სხვა დიდი ტექნოლოგიური კომპანიები, როგორიცაა Google-ი და Amazon-ი აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლა ყველას მოუწევს. ისინი აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა მეტი უნდა გააკეთონ, ვიდრე ნახშირბადის გამოყოფის შემცირებაა, რათა თავიდან აცილებულ იქნას ტემპერატურის გლობალური  ზრდა უახლოეს მომავალში. 

ჩვენ გირჩევთ

Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ჯეფ ბეზოსი $1 მილიარდიან ინვესტიციაზე აცხადებს ინდოეთში

Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

წინა სტატია

რუსი მილიარდერების RMG ჰოლდინგი
20 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელი შეუცვალა
20 იანვარი, 2020
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker