Disney-მ სტუდია 20th Century Fox-ს სახელი შეუცვალა

Disney-მ კინოსტუდია 20th Century Fox-ის სახელწოდებიდან სიტყვა Fox-ი ამოიღო. ამის შესახებ New York Time-ი წერს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ 20th Century-ი შეცდომით არ დაუკავშიროს ხალხმა მის ყოფილ მფლობელს, რუპერტ მერდოკს, რომელიც, თავის მხრივს, ისევ ფლობს Fox-ის სამაუწყებლო ქსელს, Fox News-ს, 28 ადგილობრივი ტელეკომპანიის ქსელს და სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

შეგახსენებთ, რომ Walt Disney Company-მ რუპერტ მერდოკის აქტივი გასულ წელს 71.3 მილიარდ დოლარად იყიდა. აქტივი მოიცავდა 20th Century Fox Studio და ხელოვნების სახლს Fox Searchlight.

Fox-ის ბრენდი მერდოკის სახელთან 1980-წლიდან ასოცირდება, როდესაც მან იყიდა წილი 20th Century Fox-ში და დაარსა Fox-ის სამაუწყებლო ქსელი, რომელიც კონკურენტი გახდა ABC, CBS და NBC-ის. Fox News-ი საკაბელო მაუწყებლობაზე 1996 წელიდან გადავიდა  და გახდა CNN-ის ალტერნატივა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, Disney-ს არ უნდა 20th Century-ი მედიამაგნატის მემარჯვენე ტელეკომპანია Fox News-თან ასოცირდებოდეს. Disney-ში დამატებითი მიზეზების დაზუსტებისგან თავი შეიკავეს. 20th Century Fox-ის წარმატებულ პროექტებს შორის არის ფილმები “ავატარი”, “მუსიკის ჰანგები” და “ტიტანიკი”. 

ჩვენ გირჩევთ

Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

ჯეფ ბეზოსი $1 მილიარდიან ინვესტიციაზე აცხადებს ინდოეთში

Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

Alphabet-ის ღირებულებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა

წინა სტატია

ნახშირბადის ელიმინაციაზე Microsoft-ი მილიარდ დოლარს დახარჯავს
20 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

Georgian Construction Company Index
21 იანვარი, 2020
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
ღვინის გზა
ინტერვიუ | იან, 21, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker