სოროსი ნაციონალისტებთან და კლიმატის ცვლილებებთან საბრძოლველად $1 მლრდ-ს დახარჯავს

მილიარდერი ჯორჯ სოროსი აცხადებს, რომ გეგმავს გამოყოს 1 მილიარდი აშშ დოლარი, გლობალური უნივერსიტეტის დასაარსებლად, რათა ებრძოლოს ავტორიტარულ მთავრობას და კლიმატურ ცვლილებებს. როგორც მილიარდერი აღნიშნავს, ეს ის ორი მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რაც ცივილიზაციას ემუქრება. 

მილიარდერმა მსოფლიო სწავლებისა და კვლევების საერთაშორისო პლატფორმა Open Society University Network-ი დამსწრე საზოგადოებას ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში შესთავაზა. ამის შესახებ გავლენინი ორგნიზაცია Bloomberg-ი იუწყება. 

როგორც გამოცემა აღნიშნავს, უნივერსიტეტი ამოქმედდება სოროსის მხარდაჭერით და Central European University-ის და Bard College-ის პარტნიორობით. 

ჯორჯ სოროსი თავის მოხსნებაში ასევე შეეხო, სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა აშშ-ს ეკონომიკა, Facebook-ის დომინანტობა, ავტორიტარული ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი  და აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. 

სოროსმა Facebook-ი და ტრამპი თანამშრომლობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ერთმანეთის დასაცავად მაქსიმუმს გააკეთებენ. "Facebook-ი ტრამპს არჩევნებში ხელახალ გამარჯვებაში დაეხმარება, ხოლო ტრამპი მუდამ დაიცავს Facebook-ს", – ამბობს სოროსი.

სოროსმა თავის მოხსენებაში ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინი გავლენას ახდენს თავის ქვეყნის მოსახლეობაზე, რადგან უნდა, ისინი საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. 

მან ასევე გააკრიტიკა ტექნიკური გიგანტები – Google-ი და Facebook-ი, ისინი აზარტული თამაშების კომპანიებს შეადარა და საზოგადოებას სპეციალური რეგულაციების დაწესებისკენ მოუწოდა. 

შეგახსენებთ, რომ მილიარდერმა სოროსმა დახურა თავისი ჰეჯ–ფონდი და ახლა 25–მილიარდიანი Soros Fund Management-ი მეტწილად ემსახურება ფილანტროპიულ მიზნებს მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო: Bloomberg

ჩვენ გირჩევთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ Twitter-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონება გასამმაგდა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი NATO-ს საქართველოს გაწევრიანებისკენ მოუწოდებს

წინა სტატია

NEXIA TA Meliora-ს კონკურსში “2019 წლის პასუხისმგებელი დამსაქმებლის” ნომინაციის გამარჯვებულია
24 იანვარი, 2020

შემდეგი სტატია

George Soros to Start $1 Billion School to Fight Nationalists, Climate Change
24 იანვარი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
ახალი ამბები ქართულად | მარ, 02, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker