მაისში საბანკო დეპოზიტები შემცირდა

2015 წლის მაისში საქართველოს კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების მოცულობა 110.5 მლნ ლარით შემცირდა და 13.9 მილიარდი ლარი შეადგინა. ლარში განხორციელებული დეპოზიტები 39 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო დოლარში განხორციელებული - 149.5 მილიონი ლარით შემცირდა. დოლარში განხორციელებული დეპოზიტების შემცირება ლარის შედარებით გამყარებამ განაპირობა. შედეგად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 0.6% პუნქტით შემცირდა და 65.7%-ს მიაღწია. ჯამში, დოლარში განხორციელებულია 9.1 მილიარდი ლარის დეპოზიტი, ხოლო ლარში 4.8 მილიარდი ლარის დეპოზიტი.

დოლარში განხორციელებულ დიპოზიტებზე საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი 4.5%-ია, ხოლო ლარში განხორციელებული დეპოზიტების 7.3%.

წინა სტატია

იანვარ-მაისში ბანკების მიერ დოლარში გაცემული სესხები 35.5 მილიონი დოლარით შემცირდა
25 ივნისი, 2015

შემდეგი სტატია

საქართველოს ეკონომიკის 48.4% თბილისზე მოდის
26 ივნისი, 2015
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
საქართველოს ბანკი განცხადებას ავრცელებს
კომპანიები | მარ, 20, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker