რინატ ახმეტოვმა საფრანგეთში $220 მილიონად შეფასებული სახლი შეიძინა

რინატ ახმეტოვმა საფრანგეთში $220 მილიონად შეფასებული სახლი შეიძინა

უკრაინის უმდიდრესმა ადამიანმა, რინატ ახმეტოვმა საფრანგეთის სამხრეთით მდებარე ვილა შეიძინა. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

14-საძინებლიანი ვილა, რომელიც 14 ჰექტარის ფართობის მიწაზე მდებარეობს, ისტორიული შენობაა. ვილა ერთ დროს ბელგიის მეფე ლეოპოლდ II-ს ეკუთვნოდა. მილიარდერმა უძრავ ქონებაში 220 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, ახმეტოვი 6.1 მილიარდი აშშ დოლარის ქონებას ფლობს და მის საკუთრებაშია System Capital Management JSC, უკრაინის უმსხვილესი სამრეწველო კონგლომერატი. ახმეტოვი ასევე ფლობს დონეცკის საფეხბურთო კლუბ “შახტარს”.

როგორც ჩანს, მილიარდერი დაინტერსებულია უძრავ ქონებაში ფულის დაბანდებით, რადგან ის უკვე ფლობს ძვირადღირებულ სახლს ლონდონში One Hyde Park-თან, Harods-ის მოპირდაპირე მხარეს.

წყარო: Bloomberg

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *