ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი დოლარის დივიდენდი მიიღოს

მას შემდეგ, რაც Tesla-ს საბაზრო ღირებულებამ 100 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა, ილონ მასკმა შესაძლოა მნიშვენლოვანი დივიდენდი მიიღოს.

უკანასკნელი მონაცმემებით, Tesla-ს თითო აქციის ღირებულებამ 555.10 აშშ დოლარი შეადგინა და ელექტრო მანქანების წარმოების საბაზრო კაპიტალიზაციამ 100.1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აღნინშული ღირებულებით კომპანია მცირედით ჩამორჩება Volkswagen-ს, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 100.6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიის მილიარდერი აღმასრულებელი დირექტორი იმ შემთხვევაში მიიღებს დივიდენდს, თუ Tesla-ს საბაზრო ღირებულება 100 მილიარდი აშშ დოლარის ზემოთ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, კერძოდ, 1 თვიდან – 6 თვემდე. დივიდენდის რაოდენობა კი 346 მილიონ აშშ დოლარი იქნება.

Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ილონ მასკის ქონება 32 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

წყარო: The National

დატოვე კომენტარი

2 კომენტარი

  1. Hi there, just became alert to your blog through Google, and found that it is truly informative. I’m going to watch out for brussels. I’ll appreciate if you continue this in future. A lot of people will be benefited from your writing. Cheers!

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *