Forbes Georgia 30 Under 30 - 2019 წელი

მომავალი ახალგაზრდების ხელშია - მათ აქვთ ამბიცია, შექმნან რაღაც ახალი და ამის მისაღწევად ძალებს არ იშურებენ. სწორედ ამ სულისკვეთების მხარდასაჭერად არსებობს Forbes 30 Under 30.

პროექტი მიზნად ისახავს იმ ახალგაზრდების აღმოჩენას, რომლებმაც წარმატებას 30-წლამდე ასაკში მიაღწიეს. ამ სიის წევრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ, მაგრამ მათ გარკვეული თვისებები აერთიანებთ – ისინი მიზანდასახულები და ენერგიულები არიან, აქვთ თავიანთი ხედვა და სტრატეგია.

Forbes 30 Under 30-ის წევრები ის წარმატებული ახალგაზრდები არიან, რომლებიც თავიანთი ძალისხმევით და ენთუზიაზმით წარმატებას აღწევენ და ჩვენი მომავლის ამინდს ქმნიან.

7 თებერვალს, Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში გამართულ ღონისძიებაზე, Forbes Georgia-ის 2019 წლის 30 Under 30-ის სიის წარდგენა მოხდა. ასევე დაანონსდა ფორბსის 30-წლამდელთა ლიდერების სამიტის ჩატარება.

ახალგაზრდა ლიდერთა 2019 წლის  სიაში მოსახვედრად 200-მდე განაცხადი შემოვიდა, ჟიურიმ მათგან 76 შეარჩია. გამარჯვებულუბი 10 კატეგორიაში გამოვლინდნენ:

  • ხელოვნება, კულტურა და სტილი
  • ტექნოლოგიები
  • ფინანსები
  • გართობა
  • წარმოება და ინდუსტრია
  • მედია და მარკეტინგი
  • ვაჭრობა და ელ-კომერცია
  • მეცნიერება და მედიცინა
  • სპორტი
  • მეწარმეები

გამარჯვებულების და ჟიურის წევრების სრული სიის გასაცნობად, ეწვიეთ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდს: https://30under30.forbes.ge/

 

ჩვენ გირჩევთ

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Forbes Georgia. 2020 წლის თებერვლის ნომერი

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

Forbes Georgia-ის ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

წინა სტატია

მფრინავი ხარების გუნდი
10 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

British Airways-ის ლაინერმა ნიუ-იორკიდან ლონდონამდე მანძილი რეკორდულ დროში დაფარა
10 თებერვალი, 2020
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker