ბილ გეითსმა $644 მლნ ღირებულების სუპერიახტა შეუკვეთა

ბილ გეითსმა $644 მლნ ღირებულების სუპერიახტა შეუკვეთა

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა წყალბადის საწვავზე მომუშავე სუპერიახტა შეუკვეთა, რომელიც $644 მლნ დაჯდება. როგორც მოსალოდნელია ეკოსაწვავზე მომუშავე იახტა მზად 2024 წლისთვის იქნება.

იახტაზე განთავსებული იქნება სპა, სავარჯიშო დარბაზი, უზარმაზარი აუზი და ასაფრენ-დასაფრენი მოედანი ვერტმფრენებისთვის. იახტის სიგრძე დაახლოებით 112 მეტრი იქნება. ფეშენებელური იახტა სრულად იმუშავებს წყალბადზე.

მისი წარდგენა გასულ წელს მონაკოს იახტების შოუზე განხორციელდა. იახტის შექმნაზე ჰონალდიური დიზაინერული კომპანია Sinot-ი მუშაობს.  

როგორც მოსალოდნელია, იახტას ერთჯერადად 6,035 კილომეტრის გავლის შესაძლებლობა ექნება საწვავის მარაგით, იგი საათში დაახლოებით 31 კილომეტრის მანძილს დაფარავს.

აღსანიშნავია, რომ 64 წლის გეითსი, რომელიც მსოფლიოში რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანია, სუპერიახტების ხშირი მომხმარებელია. თუმცა, ამ დრომდე ის იახტებს მხოლოდ ქირაობდა, რამდენიმე წელიწადში კი ის საკუთარი სუპერიახტის მფლობელი იქნება.

წყარო: The Guardian.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *