ხელისუფლებას საგარეო დაფინანსების ათვისება უჭირს

ხელისუფლებას საგარეო დაფინანსების ათვისება უჭირს

მიმდინარე წლის იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 6 თვის გეგმა 87.8%-ით შესრულდა, ხოლო ხარჯების 6 თვის გეგმა 80%-ით. საპრივატიზაციო ობიექტების რაოდენობის ზრდის შედეგად, არაფინანსური აქტივების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა გეგმის 391% შესრულდა. პირველ 6 თვეში დაგეგმილი იყო 26 მლნ ლარის მიღება, 5 თვეში კი უკვე შემოვიდა 101.7 მლნ ლარი.

ვალის აღების კუთხით იანვარ-მაისში 6 თვის გეგმა 53.7%-ით შემცირდა. აქედან, საშინაო ვალის აღების გეგმა 82.5%-ით შესრულდა, ხოლო საგარეო ვალის 36%-ით. საგარეო დაფინანსების ათვისების კუთხით პრობლემა იყო მიმდინარე წლის პირველ კვარტალშიც. ამ მიმართულებით პირველი კვარტლის გეგმა მხოლოდ 73.6%-ით შესრულდა.

ხარჯების მხრივ, შესრულების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ავტონომიური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებისთვის გადასაცემ ტრანსფერებზე მოდის. 6 თვის გეგმა 5 თვეში 86.8%-ით შესრულდა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი კაპიტალურ (ინფრასტრუქტურულ) ხარჯებშია, იანვარ-მაისში 6 თვის გეგმა 60.5%-ით შესრულდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *