საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის - საქართველო 18-ე ადგილზეა

EuCham-ი საუკეთესო ევროპული ქვეყნების 2020 წლის რეიტინგს აქვეყნებს საინვესტიციო მიმზიდველობის მიხედვით. ყოველწლიურ კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ქვეყანა მე-16 ადილზე იყო.

რაც შეეხება სხვა ევროპულ ქვეყნებს, რეიტინგში პირველ ადგილზე დანიაა; მას მოსდევს შვედეთი, ნორვეგია, ფინეთი, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და გერმანია. ბოლო ადგილები კი უკრაინამ (46), ბოსნია-ჰერცოგოვინამ (45), ალბანეთმა (44) და რუსეთმა (43) დაიკავეს. რაც შეეხება რუსეთის გარდა, საქართველოს სხვა მეზობელ ქვეყნებს - აზერბაიჯანი 41-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, ხოლო თურქეთი 35-ზე. გამოდის, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

EuCham-ი 46 ევროპულ ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოს ყოველ წელს იკვლევს. საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.

წყარო: EuCham

ჩვენ გირჩევთ

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

საყოველთაო ჯანდაცვის მორალური რისკი

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

წინა სტატია

ფონდ “ქართუს” ხარჯები 2018 წელს თითქმის 64 მლნ ლარით გაიზარდა
12 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Makers.ge - სტარტაპერებისა და ფრილანს დეველოპერებისათვის
12 თებერვალი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker