ჯეფ ბეზოსმა ლოს-ანჯელესში მდებარე მდიდრული სახლი რეკორდულ ფასად - $165 მლნ-ად შეიძინა

მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა ახალი რეკორდი დაამყარა და ყველაზე ძვირად ღირებული სახლი შეიძინა. Amazon-ის ხელმძღვანელმა ლოს-ანჯელესში, კერძოდ, კი ბევერლი-ჰილზში მდებარე უზარმაზარი მდიდრული სახლი ჰილივუდელი პროდიუსერისა და ბიზნესმაგნატ, დევიდ გეფენისგან $165 მლნ-ად იყიდა. გარიგება რეკორდულია ლოს-ანჯელესში. წინა რეკორდი გასულ წელს იყო, როდესაც მედიამაგნატმა ლაკლან მერდოკმა $150 მლნ გადაიხადა მამულში, რომელიც Chartwell-ის სახელითაა ცნობილი.

ინფორმაცია ამის შესახებ The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მამული დაახლოებით 36 000 კვ. მ-ის ფართობზეა გადაჭიმული, და იგი ცნობილია როგორც უორნერის მამული, ვინაიდან მისი თავდაპირველი მფლობელი Warner Bros-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯე უორნერი იყო. ჰოლივუდელმა გეფენმა კი იგი 1990 წელს $47,5 მლნ-ად შეიძინა.

უორნერის მამული მოიცავს 1200 კვ.მ-ის ფართობის მთავარ საცხოვრებელ შენობას, ასევე სტუმრების სახლს, სადაც ერთ დროს ჰოლივუდის სუპერვარსკვლავები, მათ შორის მერლინ მონროც ცხოვრობა. მდიდრულ ვილას აქვს აუზი, ტენისის კორტი და გასართობი ოთახი, სადაც ფილმების ჩვენებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ Forbes-ის მიხედვით, ჯეფ ბეზოსის ქონება $131 მლრდ დოლარს შეადგენს და იგი ყველაზე მდიდართა რეიტინგში პირველ ადგილს იკავებს.

წყარო: nypost

ჩვენ გირჩევთ

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

“ბილ გეითსი ჩვენს იახტას არ ყიდულობს” - კომპანია Sinot-ი

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

ბორის ჯონსონს შოტლანდიასა და ჩრდ. ირლანდიას შორის ხიდის აშენება სურს

წინა სტატია

2019 growth in Georgia exceeded expectations - IMF
13 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Jeff Bezos Los Angeles Mansion for a Record $165 Million
13 თებერვალი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker