Disneyland-ის ერთდღიანი ბილეთების ფასი პირველად ისტორიაში $200-ს გადააჭარბებს

Disneyland-ის ერთდღიანი ბილეთების ფასი პირველად ისტორიაში $200-ს გადააჭარბებს

Disneyland-მა წარადგინა ბილეთის მრავალდონიანი საფასო სისტემა, რომლის მიხედვითაც ერთდღიანი ბილეთების ფასი პირველად ისტორიაში $200-ს გადააჭარბებს. ხუთდღიანი სისტემა, ვიზიტორთა მოთხოვნების მიხედვით შეიქმნა. კერძოდ, ახალი საფასო სისტემის თანახმად, ერთდღიანი ბილეთები $104-დან იწყება და $209 აღწევს დღეების მიხედვით. კერძოდ, რაც უფრო გადავსებული იქნება Disneyland-ი მით უფრო ძვირი ეღირება ბილეთი, ხოლო შედარებით თავისუფალ დღეებში, ფასიც დაბალი იქნება.

გარდა ერთდღიანი ბილეთების ფასის ზრდისა, გაიზრდება წლიური აბონემენტის ფასიც. კერძოდ, პაკეტების მიხედვით ფასები იმერყევებს, მაგალითად, ყველაზე იაფი Select Pass-იქნება, რომლისფასიც $399-დან $419-მდეა. ხოლო Premier Pass-ი, რომლითაც ფლორიდის Walt Disney World-ში და ასევე Disneyland-ში ულიმიტო წვდომა ექნება მომხმარებელს,$1,949-ის ნაცვლად $2,199ეღირება.

კალიფორნიაში მდებარე Disneyland-ი Walt Disney Co.-ს გასართობი პარკია, რომელიც 1955 წლის ივლისში გაიხსნა. მას შემდეგ Disney-ისთემატურიპარკებისბიზნესიგაფართოვდამსოფლიოსმასშტაბითდადღეს Disneyland-ში ვიზიტი მსურველებს შეუძლიათ საფრანგეთში, ჰონგ-კონგში, შანხაისა და ტოკიოშიც. Forbes-ის მონაცემებით, Disneyland-ის შემოსავლებმა 2019 წელს $26,2 მილიარდი შეადგინა.

წყარო: Forbes

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *