აშშ-ში Huawei-ს ახალი ბრალდებები წარუდგინეს - ჩინურ გიგანტს რეკეტში ადანაშაულებენ

აშშ-ში Huawei-ს და მის ორ შვილობილ კომპანიას რეკეტსა და ამერიკული კომპანიებიდან სავაჭრო საიდუმლო ინფორმაციის მოპარვაში დასდეს ბრალი. ჩინური კომპანიის წინააღმდეგ ბრალდებების შესახებ ფედერალურმა პროკურორებმა ხუთშაბათს განაცხადეს. ამას გარდა, საბრალდებო ოქმის მიხედვით, Huawei 2009 წელს თეირანში გამართული დემონსტრაციების დროს ირანის მთავრობას სათვალთვალო ოპერაციებში დაეხმარა და სცადა დაეფარა ჩრდილოეთ კორეაში თავისი ბიზნესების შესახებ.

აღნიშნულ ბრალდებებს ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახალი ბრალდებები, რომელიც მას აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა წარუდგინა, არის დაუმსახურებელი და კიდევ ერთი მცდელობა, რომ დააზიანონ Huawei-ის რეპუტაცია და ბიზნესი.

"აშშ-ის მთავრობა ვერ გაიმარჯვებს ამ ბრალდებებით, რომელსაც ჩვენ დავამტკიცებთ, რომ უსაფუძვლო და უსამართლოა", - აღნიშნულია Huawei-ს განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ჩინურ კომპანიას აშშ-ში ამ დრომდეც არაერთი ბრალი დასდეს, მათ შორის T-Mobile-თან დაკავშირებული სავაჭრო საიდუმლოების მოპარვაში. გარდა ამისა, 2018 წლის დეკემბერში კანადაში დააკავეს Huawei-ს დამფუძნებლის შვილი და კომპანიის მთავარი ფინანსისტი მენ ვანჩჟოუ. მას თაღლითობას და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ამერიკული სანქციების დარღვევას ედავებიან.

წყარო: CNBC.

ჩვენ გირჩევთ

“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

საქართველო EBRD-ს არასდროს ავიწყდება

“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

“ფილიპ მორის საქართველო” 2020 წლის საუკეთესო დამსაქმებლად აღიარეს

წინა სტატია

Galaxy S20, S20+ და S20 Ultra-ს წინასწარი შეკვეთები უკვე დაიწყო!
13 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

კომპიუტერული ბაზრის ლიდერი საქართველოში
14 თებერვალი, 2020
თამარ კერძაია: წარმატება ღირებულებების გააზრებით იწყება
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მონაცემთა ანალიტიკა
ინტერვიუ | თებ, 06, 2020
მფრინავი ხარების გუნდი
ფორბს-მოსაზრება | თებ, 10, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker