EBRD მეტროს ახალი ვაგონების შეძენაში თბილისის დახმარებას გეგმავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თბილისის მეტროს ვაგონების განახლების პროექტთან დაკავშირებული კონცეფცია განიხილა. შესაბამისი დოკუმენტი EBRD-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, რომლის მიხედვითაც, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და “მწვანე კლიმატის ფონდი” (GCF) საქართველოსთვის სუვერენული სესხის სახით 60 მილიონამდე ევროს გამოყოფას განიხილავს. სესხი დედაქალაქ თბილისს გადაეცემა, კერძოდ კი შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიას, რომელიც თბილისში ავტობუსების, მეტროს სისტემისა და საბაგიროების ოპერირებას ახდენს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული მთლიანად პროექტი 60 მილიონი ევრო ჯდება, ხოლო EBRD-ი სუვერენული სესხის სახით 50 მილიონი ევროს გამოყოფას განიხილავს. EBRD-ის დოკუმენტის მიხედვით, როგორც პროექტის მიზნებშია აღნიშნული, ინვესტიცია გააუმჯობესებს თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებელ მუშაობას, უსაფრთხოებასა და ეფექტურობას მეტროს 40 თანამედროვე ვაგონის შეძენით, რომელიც არსებულ ვაგონებს ჩაანაცვლებს. 

“პროექტი უფრო ფართო პროგრამის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქს დაეხმაროს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მენეჯმენტის რეფორმირებაში ავტობუსებისა და მეტროს სისტემის განახლების დაფინანსებით”, - წერია EBRD-ის დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასულ წელს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მერია EBRD-ის ფინანსური დახმარებით, მეტროს 40 ახალი ვაგონის შესყიდვას გეგმავდა.

“ჩვენ ვახორციელებთ მეტროს ვაგონების რეაბილიტაციას, თუმცა სამწუხრაოდ, დღეს ყველანაირი რესურსი ამოწურული გვაქვს - აღარ დარჩა ვაგონები, რომლის რეაბილიტაცია შესაძლებელია, ამიტომ დავიწყეთ მუშაობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გვეხმარება. დაახლოებით, 40 ვაგონი იქნება შეძენილი. ეს არის 4-ვაგონიანი მატარებლის 10 შემადგენლობა”, - განაცხადა მაშინ კალაძემ.

ჩვენ გირჩევთ

British Airways-ს ორი წამყვანი ფიგურა ტოვებს

2020 წელი ფულადი გზავნილების ზრდით დაიწყო

British Airways-ს ორი წამყვანი ფიგურა ტოვებს

British Airways-ს ორი წამყვანი ფიგურა ტოვებს

წინა სტატია

ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება
18 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

EBRD plans to assist financially Tbilisi for purchasing new metro cars
18 თებერვალი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker