iPhone-ების მიწოდება კორონავირუსის გამო შეფერხდა

Apple-ი ინვესტორებს აფრთხილებს, რომ კორონავირუსი მის ბიზნესს მოსალოდნელზე მეტად აზარალებს.

კომპანიაში განაცხადეს, რომ აღარ ელოდებიან გასულ თვეს გათვლილი შემოსავლების მიღებას პირველ კვარტალში. "მუშაობა დაწყებულია ქვეყნის მასშტაბით აღდგენის კუთხით, თუმცა, ჩვენ ძალიან ნელა ვუბრუნდებით ჩვეულ მდგომარეობას", - განაცხადეს კომპანიაში.

კომპანია iPhone-ების მიწოდების დეფიციტის შესახებ აცხადებს და აღნიშნავს, რომ ამას შემოსავლებზე ნეგატიური გავლენა ექნება.

აღსანიშნავია, რომ Apple-ის წარმოების დიდი ნაწილი ჩინეთშია, რომელიც კორონავირუსმა ყველაზე მეტად დააზარალა. ქვეყანაში მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გარკვეული შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს.

ეპიდემიის გამო Apple-მა ჩინეთში ყველა მაღაზია დახურა. მოგვიანებით კომპანიაში განაცხადეს, რომ ისინი ეტაპობრივად ხსნიან მაღაზიებს ისევ, თუმცა, შემცირებულია მათი სამუშაო საათები.

წყარო: CNN

ჩვენ გირჩევთ

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

ინფრასტრუქტურის არასწორი გაგება

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

ქართული ღვინის სექტორის კვლევა - საექსპორტო ქვეყნები და რისკები

წინა სტატია

“თბილისი ცენტრალი” 100%-ით დატვირთულია - როგორია მისი მოგება?
19 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Apple revenue will be hit as coronavirus creates iPhone supply shortages, company warns
19 თებერვალი, 2020
ტამანის პორტი მზად არის 220 000 ტონიანი სატვირთო გემების მისაღებად
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 29, 2020
21 მილიარდერი და მათი პირველი მილიონი დოლარი
ახალი ამბები ქართულად | ივნ, 25, 2020
არა მხოლოდ ბანკი, არამედ პარტნიორი
ინტერვიუ | ივნ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker