ბილაინი მომხმარებლის გამოცდილების კვლევას Medallia-ს მეშვეობით ციფრული არხებითაც ახორციელებს

საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის” წევრმა, ბილაინმა მომხმარებლის გამოცდილების კვლევა ციფრულ არხებშიც დაამატა. მსოფლიოში აღიარებული ონლაინ პლატფორმა Medallia უკვე ინტეგრირებულია ბილაინის ვებგვერდსა და MyBeeline აპლიკაციაში. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს მოკლე კითხვარის შევსებით შეაფასოს ბილაინის ციფრული არხები და კომენტარის სახით გაგზავნოს რჩევა. 

ბილაინმა მომხმარებლის მოთხოვნის, ქცევისა და ჩვევების შესწავლის მსოფლიოში აღიარებული ინსტრუმენტი - Medallia, საქართველოში 2018 წელს პირველმა დანერგა და მას შემდეგ აქტიურად იყენებს. აბონენტის კმაყოფილების კვლევა იწყება ქსელში ჩართვის პირველივე დღიდან - მარტივი გამოკითხვით, რომელიც SMS-ის სახით მისდის. ფასდება პროდუქტების პირობები და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილება, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მიღებული მომსახურების ხარისხი.

ბილაინში მომხმარებლის გამოცდილებას დამოუკიდებელი ფუნქცია იკვლევს, რომლისმიზანიც მომსახურების სრულყოფა და აბონენტების კმაყოფილებაზე ზრუნვაა. “მომხმარებლების ქცევა გამუდმებით და სწრაფად იცვლება. მათი კმაყოფილების უზრუნველყოფისთვის აღარ არის საკმარისი მხოლოდ არსებული პრობლემების გადაჭრა, ან წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზება. მომხმარებელთა გამოცდილების (CX) ლიდერებმა საჭიროა “უკვე დღეს” განსაზღვრონ როგორი გამოცდილების შექმნა სურთ საკუთარი კლიენტებისთვის - “ხვალ” და მზად დახვდნენ მათ მოლოდინებს“, - აღნიშნავს ბილაინის CX მენეჯერი, მარიკა ჭაბუკიანი

“მომხმარებლის კმაყოფილების კვლევისთვის, თითქმის უკვე 2 წელია ბილაინი მსოფლიოში აღიარებულ პლატფორმას - Medallia-ს იყენებს. პროდუქტების პირობებისა და მათი გამოყენებით მიღებული გამოცდილების, ასევე სატელეფონო ცენტრსა და მაღაზიაში მომსახურების ხარისხის შეფასებას, წელს ციფრული არხებით კმაყოფილება დაემატა. ეს ნიშნავს, რომ ბილაინმა დაიწყო MyBeeline აპლიკაციისა და ვებგვერდის მომხმარებელთა გამოკითხვა, იმისათვის რომ გაიგოს კლიენტების გამოცდილება, ციფრული არხების შემდგომი დახვეწისა და სრულყოფისთვის“, - ამატებს მარიკა.

ჩვენ გირჩევთ

2019 წლის

ლიზინგის ბაზრის ლოკომოტივი

2019 წლის

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია "მეწარმეები"

წინა სტატია

პოლონელმა მილიარდერმა ლონდონში ერთ-ერთ მდიდრულ სახლში £57 მლნ გადაიხადა
20 February, 2020

შემდეგი სტატია

Adidas-ის გაყიდვები ჩინეთში კორონავირუსის გამო 85%-ით შემცირდა
20 February, 2020
უნიკალური პროექტი გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტზე - “მაუნთინ რეზორტს სოლუშანსის“ წარმატების ისტორია
ინტერვიუ | Jan, 08, 2021
Life Without Limits
Forbes Georgia in English | Jan, 14, 2021
2021 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტები მსოფლიოში - რომელ ადგილზეა საქართველო?
ახალი ამბები ქართულად | Jan, 14, 2021
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker