“ბიჯიაის” კლიენტმა სახელმწიფოსთან მრავალმილიონიანი დავა მორიგებით დაასრულა

“ბიჯიაის” კლიენტმა სახელმწიფოსთან მრავალმილიონიანი დავა მორიგებით დაასრულა

„მოხარული ვართ, რომ წარმატებით შევძელით „სიტი პარკის“ სამართლებრივი პოზიციის დაცვა და რომ სახელმწიფო უწყებებთან მიმდინარე კომპლექსური დავები მორიგებით დასრულდა ჩვენი კლიენტის ინტერესების დაკმაყოფილებით,“ – ამის შესახებ “ბიჯიაი”-ს იურიდიული პრაქტიკის ხელმძღვანელმა გიორგი სარაჯიშვილმა აღნიშნა, რომელიც “სიტი პარკის” მიერ წარმოებულ საქმეებს უძღვებოდა.

“სიტი პარკს”, რომელიც თბილისის მერიასთან ხელშეკრულების საფუძველზე ექსკლუზიურად მართავდა დედაქალაქში პარკირების სფეროს, “ბიჯიაი ლეგალი” წარმოადგენდა. ამ ტიპის საქმიანობა საქართველოში პირველად ხორციელდებოდა, რაც გაუკვალავ სამართლებრივ სივრცეში მანევრირებას და ნოვატორულ მიდგომებს საჭიროებდა.

როგორც “ბიჯიაი” თავის ვებგვერდზე წერს, “სიტი პარკის” წინააღმდეგ წარმოებული ორგანიზებული კამპანია მოიცავდა საგადასახადო და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვადასხვა ორგანოს მიერ კომპანიის მიმართ მრავალმხრივ შეტევას, რაც დასრულდა თბილისის მერიის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტით 2018 წლის გაზაფხულზე, ამას მოყვა არაერთი დავა ხელისუფლების ცენტრალურ და ადგილობრივ ორგანოებთან. სამართლებრივი მექანიზმებისა და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მასშტაბური შეთანხმება შედგა „სიტი პარკსა“ და თბილისის მერიას შორის. სახელმწიფო უწყებების წინააღმდეგ წარმოებული დავების შეწყვეტისა და გარკვეული აქტივების სატრანსპორტო კომპანიისთვის გადაცემის სანაცვლოდ კომპანიამ მიიღო მრავალმილიონიანი კომპენსაცია.

აღსანიშნავია, რომ BGI (ბიჯიაი) წამყვანი იურიდიული ფირმაა საქართველოში, რომლის გუნდიც 2 ათეულ წელზე მეტია აღიარებულია, როგორც იურიდიული ბაზრის ლიდერი ყველა საერთაშორისო იურიდიული კვლევითი ცნობარის მიერ, სამართლის ყველა სფეროში. ფირმა და მისი პარტნიორები და იურისტები უმაღლეს რეიტინგებს იმსახურებენ 2005 წლიდან.

ფირმის დამფუძნებელი პარტნიორები არიან ზაზა ბიბილაშვილი და ლაშა გოგიბერიძე. ფირმის პარტნიორები არიან სანდრო ბიბილაშვილი და უნანა გოგოხია.

წყარო: BGI

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *