GITA-ს პროგრამით 20 გამარჯვებული სტარტაპი 100,000-ლარიან გრანტს მიიღებს

GITA-ს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა, თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.

გამარჯვებული სტარტაპები არიან:

• Freeze Tea - პრემიუმ ხარისხის გაყინული ჩაის ინოვაციური საწარმო

• Multifunctional Self-cleaning Window - დისტანციურად მართვადი, თვითმწმენდი ვიტრაჟული ფანჯრების აწყობა და რეალიზაცია

• H&Z - ფუტკრების დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა, ჰომეოპათიური საშუალებებით როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა

• Dataninja - ონლაინ პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რეკლამის და ვებ გვერდის მართვის ინსტრუმენტებს

• Kernel - ფინანსური მართვის ონლაინ პლატფორმა დამწყები ბიზნესებისთვის

• Smart-Aeroponics - სოფლის მეურნეობის პროდუქტის მწარმოებელი ინოვაციური სასათბურე მეურნეობა

• Healthy snacks points - ინოვაციური, ჯანსაღი სნექების/სასმელების კომპანია

• Multi - ძირითადი საშუალებების და მარაგების ინვენტარიზაცია ინოვაციური მეთოდით

• TYPLINE - სამედიცინო მომსახურების შერჩევისა და რიგის მართვის ონლაინ პლატფორმა

• 20.ge - ინოვაციური სასაჩუქრე პლატფორმა

• Zapa - ინოვაცია ელექტრონულ კომერციაში ინფორმაციის მოძიების გამარტივების მიზნით

• Atime.io - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დროის დაგეგმვის საშუალება დისტანციური მუშაკებისთვის

• ANALYTICSON - რეკლამა და რეტარგეტინგი - ახალი პლატფორმა

• Wenu - ჰორეკა ბაზარზე არსებული ქაღალდის მენიუების გაციფრულება

• Ourwedding - პლატფორმა საქორწილო საჩუქრების სიის გენერირებისთვის, რომელიც გაზიარებული იქნება სტუმრებთან

• Multilingual Spellchecker - მრავალენოვანი “სპელჩეკერი“, რომელიც თავსებადი იქნება სხვადასხვა კომპიუტერულ პროგრამასთან

• MyNannyServices - ძიძების დაქირავების ვირტუალური სივრცე

• Gymstinct - მცირე და საშუალო ზომის ფიტნეს/ველნეს ბიზნესის მართვა ღრუბლოვანი ERP სისტემის და ჭკვიანი მოწყობილობების გამოყენებით

• SoloMoney - “ბარათიდან ბარათზე” და “ქეშით ბარათზე“ გადახდების ახალი სისტემა

• Transcorder Optime - პროექტის ამოცანაა შეიქმნას ისეთი პროდუქტი, რომელიც “ვიდეო ტრანსკოდინგის“ ოპტიმიზაციას მოახდენს, რათა შემცირდეს ვიდეო კონტენტის დამუშავების დრო და საჭირო აპარატურის ხარჯი.

ჩვენ გირჩევთ

ახალი თავმჯდომარე, ახალი გამოწვევები

მზადება ახალი ნახტომისთვის

ახალი თავმჯდომარე, ახალი გამოწვევები

ახალი თავმჯდომარე, ახალი გამოწვევები

წინა სტატია

Apple-მა უჩვეულო დიზაინის iPhone-ი დააპატენტა
26 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Disney-ის CEO მოულოდნელად გადადგა, მისი შემცვლელის ვინაობა ცნობილია
26 თებერვალი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker