Facebook-მა F8 დეველოპერების კონფერენცია კორონავირუსის საფრთხეების გამო გააუქმა

Facebook-მა კორონავირუსის საფრთხეების გამო F8 დეველოპერების ყოველწლიური კონფერენცია გააუქმა. ღონისძიება წელს, 5-6 მაისს უნდა გამართულიყო. როგორც კომპანიაში განაცხადეს, F8-კონფერენციის ნაცვლად, ისინი გამართავენ ლოკალურ, მცირე ზომის შეხვედრებს და ასევე ვიდეო და ლაივ-სტრიმ ღონისძიებას. შესაბამისი განცხადება Facebook-მა გავრცელა.

"ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი პარტნიორების, თანამშრომლების და ყველა იმ ადამიანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, რომლებიც F8 კონფერენციის ჩატარებას უზრუნველყოფენ", - განაცხადეს კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ F8 არ არის პირველი მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის გამო გაუქმდა. წელს, მსგავსი მიზეზით გაუქმდა ასევე მობილური მსოფლიო კონგრესი, რომელიც თებერვალში უნდა ჩატარებულიყო.

წყარო: The Verge

ჩვენ გირჩევთ

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

წინა სტატია

Facebook cancels F8 developer conference due to coronavirus concerns
28 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა
28 თებერვალი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker