ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდმა 2019 წელს $180 მლრდ გამოიმუშავა

ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდის მიერ 2019 წელს გამომუშავებულმა თანხამ $180 მლრდ-ს მიაღწია. გასულ წელს ფონდმა ინვესტიციებით 19,9%-ის ოდენობის შემოსავალი მიიღო და რეკორდული რაოდენობის თანხა გამოიმუშავა.

“2019 წელი ძალიან კარგი წელი იყო ფონდისთვის. ეს არის ღირებულების უდიდესი ზრდა მხოლოდ ერთ წელში, რაც კი ფონდის ისტორიაში მომხდარა”, - განაცხადა ცენტრალური ბანკის მმართველმა, რომელიც ასევე ფონდის საბჭოს ხელმძღვანელობს.

ნორვეგიის სუვერენული ფონდი 9,000-ზე მეტ კომპანიაში ფლობს აქციებს. ის ინვესტიიებს ახორციელებს, როგორც უძრავ ქონებაში, ასევე ობლიგაციებში.

Apple-მა და Microsoft-მა უდიდესი წვლილი შეიტანეს ფონდის შემოსავლებში, მას მოჰყვება Nestle. ხოლო ყველაზე დაბალი წვლილი მიუძღვით Nokia Oyj-ს, Pfizer Inc-ს და Swedbank AB-ს.

ფონდი ახლა ნორვეგიის წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობას სამჯერ აღემატება და მისი შემოსავლები მნიშვნელოვანი წყაროა ქვეყნის კეთილდღეობის დაფინანსების კუთხით.

ჩვენ გირჩევთ

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

ნავთობისა და ენერგობირჟები კორონავირუსის გავლენას განიცდიან

წინა სტატია

2019 წლის "ფორბსის" 30 Under 30 - კატეგორია “ფინანსები“
28 თებერვალი, 2020

შემდეგი სტატია

Norway wealth fund earned a record $180 billion in 2019
28 თებერვალი, 2020
როგორ გამოიმუშავებს და ხარჯავს მილიარდებს ელონ მასკი?
ახალი ამბები ქართულად | აპრ, 28, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker