მსოფლიო საფონდო ბირჟებს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ 2008 წლის შემდეგ

მსოფლიო საფონდო ბირჟებს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ 2008 წლის შემდეგ

მსოფლიო საფონდო ბირჟებს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. ამის მიზეზი კორონავირუსია. იზრდება საფრთხე, რომ ეპიდემია პანდემიის დონეს მიაღწევს, რაც მსოფლიოს უდიდეს ეკონომიკებს რეცესიის წინაშე აყენებს.

ჩინეთის შანხაის კომპოზიტმა (SHCOMP)  კვირაში 5,6%-იანი კლები განიცადა და 3,7%-ზე დაიხურა. ეს შანხაის ინდექსის ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2019 წლის აპრილის შემდეგ. იაპონიის Nikkei-ის (N225) ინდექსი 3.7%-ით დაიხურა, ავსტრალიის და სამხრეთ კორეის ინდექსებმაც 3,3%-იანი ვარდნა განიცადეს.

ევროპულ საფონდო ბირჟებს უფრო დიდი დანაკარგი აქვთ. გერმანიის DAX-ი 5%-ით დაეცა, ლოდნონის FTSE 100 კი 4,4%-ით.

პარასკევს ამერიკულმა ინდექსებმაც მკვეთრად დაბალი მაჩვენებლები აჩვენეს.

წყარო: cnnbusiness

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *