თებერვალში სამომხმარებლო საქონელი და მომსახურება 0.3 პროცენტით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ფასების დონე 0.3%-ით გაიზარდა, წლიურმა ინფლაციამ (12 თვის) კი 6.4% შეადგინა, რაც ნიშნავს, რომ ბოლო ერთ წელიწადში სამომხმარებლო პროდუქცია 6.4%-ით გაძვირდა.

თებერვალში ფასების ზრდა ძირითადად სურსათის და უალკოჰოლო სასმელების 1.3%-ით გაძვირებამ განაპირობა. ბოსტნეული და ბაღჩეული 8%-ით გაძვირდა, ხილი და ყურძენი 3.6%-ით, მინერალური, წყაროს წყალი და უალკოჰოლო სასმელები 1.7%-ით. 3.1%-ით გაიაფდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.

ბოლო ერთ წელიწადში ყველაზე მეტად სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები გაიზარდა (12.7%-ით). ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 4.6%-ით გაძვირდა, ჯანმრთელობის დაცვის ფასი კი 3.9%-ით გაიზარდა. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 1.7%-ით გაიაფდა.

გრაფიკი: წლიური ინფლაციის მაჩვენებელი

ჩვენ გირჩევთ

მსოფლიო საფონდო ბირჟებს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ 2008 წლის შემდეგ

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა

მსოფლიო საფონდო ბირჟებს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ 2008 წლის შემდეგ

მსოფლიო საფონდო ბირჟებს ყველაზე ცუდი კვირა ჰქონდათ 2008 წლის შემდეგ

წინა სტატია

Last Week’s Biggest Losers: From Bezos To Zuckerberg, These 10 Billionaires Lost $83 Billion As Markets Plummeted
02 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

არა, თქვენ არ გჭირდებათ პირბადეები კორონავირუსისგან თავის დასაცავად - Forbes
02 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker