Forbes Georgia AMCHAM-ის წევრი გახდა

გამომცემლობა Forbes Georgia საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) კორპორატიული A წევრი გახდა. შესაბამისი გადაწყვეტილება 2020 წლის 11 თებერვალს Amcham დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

„ჩვენ მოუთმენლად ველით თქვენთან ერთად მუშაობას მიმდინარე წლის განმავლობაში ჩვენი ერთობლივი მიზნების განხორციელებისთვის, რაც საქართველოში ბიზნესკლიმატის გაუმჯობესების მიზნით ბიზნესების წარმოჩენაა“, - ნათქვამია ამერიკის სავაჭრო პალატის აღმასრულებელი დირექტორის ჯორჯ ველტონის წერილში Forbes Georgia-ს გამომცემლის და მთავარი რედაქტორის სახელზე.

AmCham-ი არის წამყვანი საერთაშორისო ბიზნესასოციაცია საქართველოში. ორგანიზაცია თვეში სამჯერ მართავს შეხვედრებს: AmCham ბიზნესის მრგვალი მაგიდა, წევრების ერთობლივი ლანჩი და კოქტეილის მიღება. AmCham-ს ასევე აქვს უამრავი სოციალური აქტივობა და ღონისძიება, რომელიც საქართველოში უმსხვილეს ბიზნესებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. ამერიკის სავაჭრო პალატა ამერიკელი, ქართველი და საერთაშორისო ბიზნესების ერთ-ერთ წამყვან ბიზნესასოციაციას წარმოადგენს.

Forbes Georgia მსოფლიოში წამყვანი ბიზნეს გამოცემის Forbes ფრანჩაიზინგით მოქმედი საგამომცემლო სახლია, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს საქართველოში და Forbes ბრენდის ქვეშ ყოველწლიურად 20 ზე მეტ ჟურნალს გამოსცემს.

ჩვენ გირჩევთ

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

ბაზრის ამბიციური მოთამაშე

წინა სტატია

No, You Do Not Need Face Masks To Prevent Coronavirus - They Might Increase Your Infection Risk
02 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Forbes Georgia became Member of the AmCham
02 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker