General Electric-ის ყოფილი CEO ჯეკ უელჩი გარდაიცვალა

General Electric-ის ყოფილი CEO ჯეკ უელჩი გარდაიცვალა

General Electric-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯეკ უელჩი გარდაიცვალა. ის 84 წლის იყო. უელჩი General Electric-ს დაახლოებით ორი ათწლეულის მანძილზე ხელმძღვანელობდა, რა დროსაც კომპანიის საბაზრო ღირებულება 12 მლრდ დოლარიდან 410 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, უელჩი საკუთარ სახლში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა. როგორც მისი მეუღლე ამბობს, გარდაცვალების მიზეზი თირკმლის პრობლემები გახდა.

ჯეკ უელჩის გარდაცვალებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი “ტვიტერზე“ გამოეხმაურა, – “არ არსებობს მსგავსი კორპორატიული ლიდერი, როგორიც “ნეიტრონ“ ჯეკი იყო“.

ჯეკ უელჩმა კომპანიაში ბიუროკრატიული არამაბიციურობა დაანგრია, რის გამოც მას “საუკუნის მენეჯერი“ და “ნეიტრონი ჯეკიც“ შეარქვეს. როგორც უელჩი ამბობდა, მას არ უყვარდა ზედმეტი სახელები, თუმცა, ფაქტი იყო, რომ მისი მმართველობის დროს General Electric-ი მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა Microsoft-ის შემდეგ.  

უელჩი GE-ს 1960 წელს შეუერთდა, თავდაპირველად ის ინჟინერი იყო. 1972 წელს იგი ვიცეპრეზიდენტი გახდა, კიდევ შვიდი წლის შემდეგ ვიცეთავმჯდომარე. ხოლო 45 წლის ასაკში, 1981 წლის აპრილში ჯეკ უელჩმა კომპანიის აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიციაზე რეჯინალდ ჯოუნსი ჩაანაცვლა.

წყარო: cnbc

 

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *