Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს

Forbes Woman Georgia ახალ პროექტს იწყებს. როგორც გამოცემა წერს, #8მარტიდან8მარტამდე მომდევნო 365 დღის განმავლობაში Forbes Woman Georgia ყოველდღე შეახსენებს საზოგადოებას, რომ ქალები არიან თავისუფლები, დამოუკიდებლები, ძლიერები და მებრძოლები.

„ხშირად გვავიწყდება, რომ საქართველოში ქალები ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე არიან და ხშირად მარტოც კი რჩებიან ამ გამოწვევებთან.

ნებისა და არჩევანის თავისუფლება, სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლება, ფინანსური დამოუკიდებლობა, ხელმისაწვდომობა განათლებაზე - ამ ძირითადი უფლებებისა და გარანტიების შეზღუდვა ქალებს უკარგავს შანსს იყვნენ დამოუკიდებლები, ბედნიერები და წარმატებულები.

ჩვენ გადავწყვიტეთ, მომდევნო 365 დღის განმავლობაში ჩვენი პლატფორმიდან ყოველდღე შეგახსენოთ, რომ ქალები არიან თავისუფლები, დამოუკიდებლები, ძლიერები და მებრძოლები. ყოველდღე გითხრათ, რომ დაუშვებელია მათი ნებისა და თავისუფლების შეზღუდვა, დაუშვებელია მათთვის ნებისმიერი სახის საფრთხის შექმნა, დაუშვებელია მათზე გავლენის მოპოვების მცდელობა. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს ძალისხმევას ექნება პოზიტიური შედეგი და ყოველდღე, #8მარტიდან8მარტამდე უპირობოდ დავუჭერთ მხარს მათ განვითარებასა და თავისუფლებას“, - წერს Forbes Woman Georgia.

ჩვენ გირჩევთ

საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის - საქართველო 18-ე ადგილზეა

ახალი თავმჯდომარე, ახალი გამოწვევები

საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის - საქართველო 18-ე ადგილზეა

საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისთვის - საქართველო 18-ე ადგილზეა

წინა სტატია

ქართული ფული და ამერიკული ლობი
09 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

ნავთობის ფასი თითქმის 30%-ით დაეცა
09 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker