საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს

საქართველოს ბანკი ტურიზმის სექტორში შექმნილი ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, სასტუმროების ბიზნესის მხარდაჭერაზე აცხადებს. საქართველოს ბანკი აქტიურ კომუნიკაციაზეა კლეინტებთან, რომლებიც მასპინძლობის სფეროში, კერძოდ სასტუმროების ბიზნესში საქმიანობენ და გამოხატავს მზადყოფნას, მათთან ერთად განიხილოს ყველა ის საკითხი, რომელიც დაკავშირებულია მათი ბიზნესებისთვის შეღავათების დაწესებასთან,  მათ წინაშე არსებული პრობლემების დაძლევასა თუ სამომავლო სამოქმედო გეგმასთან.  

საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას, ტურიზმისა და მასპინძლობის, კეროდ სასტუმრო ბიზნესის პოტენციალის  მაქსიმალურად ათვისებას და შემდგომ წახალისებას.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სწორედ ახლა, კიდევ უფრო მეტად, შევუწყოთ ხელი მასპინძლობის სფეროში არსებულ ბიზნესებს. ამიტომ, ჩვენ მზად ვართ, გარდა იმ აქტიური კომუნიკაციისა, რომელიც სექტორში მოღვაწე ბიზნესებთან გვაქვს, კიდევ ერთხელ ვესაუბროთ ჩვენს პარტნიორებს, რათა განვიხილოთ მათთვის საინტერესო ყველა საკითხი, მათ შორის მათთვის შეღავათების დაწესების შესახებ. საქართველოს ბანკისათვის მნიშვნელოვანია კერძო სექტორის მხარდაჭერა. ბანკი უკვე წლებია ხელს უწყობს ეკონომიკურად გამართულ პროექტებს, როგორც ფინანსურად, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით, რათა  სასტუმრო ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა მისცეს და შესაბამისად,  წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებაში. მიგვაჩნია, რომ ძლიერი კერძო სექტორი, მითუმეტეს ისეთი როგორც ტურიზმისა და მასპინძლობის  სწრაფად მზარდი სექტორია, ძლიერი ეკონომიკის საწინადარია,“- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ჩვენ გირჩევთ

თებერვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 0.6 პროცენტით შემცირდა

საავტორო უფლებების დამცველი საქართველოში

თებერვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 0.6 პროცენტით შემცირდა

თებერვალში საქართველოში ტურისტების რაოდენობა 0.6 პროცენტით შემცირდა

წინა სტატია

Wealth Wipeout Reshapes Ranks of World’s Richest People
10 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

2019 წელს საქართველოში 1.3 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა
10 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker