კორონავირუსის შესახებ კონფერენცია კორონავირუსის გამო გადაიდო

კორონავირუსის შესახებ კონფერენცია, რომელიც ნიუ-იორკში პარასკევს უნდა ჩატარებულიყო, კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაიდო. მრგვალი მაგიდა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს უნდა გაემართა თემაზე "ბიზნესის კეთება კორონავირუსის პირობებში“. გარდა ამისა, საბჭომ გააუქმა ყველა მსგავსი ღონისძიება 11 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ღონისძიებები არ გაუქმებულა კორონავირუსის საფრთხის გამო. ცოტა ხნის წინ გაუქმდა ან გადაიდო ნიუ-იორკის ავტოშოუც. როგორც ავტოშოუს ორგანიზატორებმა განაცხადეს, ღონისძიება აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო.

საერთო ჯამში აშშ-ის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტი კორპორატიული ღონისძიება გაუქმდა, რომელსაც ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი უნდა დასწრებოდა.

შეგახსენებთ, აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 1000-ს მიაღწია. ყველაზე მეტად ვაშინგტონის შტატია დაზარალებული, თუმცა, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაშიც ბევრია დაინფიცირებული. შექმნილი ვითარების გამო ბევრ შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდნენ. 

Bloomberg

ჩვენ გირჩევთ

კომპლაენსი ქართულ ბიზნესში

10 ჩინელი მილიარდერის ქონება ერთ კვირაში $14,5 მლრდ-ით გაიზარდა

კომპლაენსი ქართულ ბიზნესში

კომპლაენსი ქართულ ბიზნესში

წინა სტატია

Statement: the situation in Georgia Statement by leading MEPs on EU-Georgia relations on the conclusion of an agreement between the representatives of the ruling party and the opposition on the electoral system in Georgia
10 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Coronavirus Conference Gets Canceled Because of Coronavirus
11 მარტი, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შტატები გააფრთხილა ვაქცინის დისტრიბუციისთვის ორ თვეში მზად იყვნენ
ახალი ამბები ქართულად | სექ, 04, 2020
რამდენი მილიონი ლარის შემოსავალი აქვს Adjarabet-ს
ახალი ამბები ქართულად | სექ, 18, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker