ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე ქართული კომპანია საერთაშორისო ბაზარზე

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ზოგი საფრთხეს უწოდებს, თუმცა, ფაქტია, რომ მის გარეშე მომავალი წარმოუდგენელი ხდება. თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში, სადაც გიგანტი კომპანიები ერთმანეთისთვის ამ კუთხით კონკურენციის გაწევას ცდილობენ, ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები დღითიდღე იზრდება. ხელოვნური ინტელექტის განვითარების კუთხით ქვეყნებიც კი ეჯიბრებიან ერთმანეთს. ამ მხრივ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი გზა აქვს გასავლელი, თუმცა, ქვეყანაში უკვე არიან ამ სფეროში მომუშავე საკმაოდ წარმატებული ადამიანები, დეველოპერები, რომლებიც უცხოურ ბაზრებზეც კი გადიან.

მათ შორისაა,  კომპანია MaxinAI-ი, რომელიც უკვე სამი წელია, რაც უცხოური კომპანიებისთვის ხელოვნური ინტელექტის პროდუქტებს ქმნის და მათ კონსულტაციას უწევს.

ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი MaxinAI-ი ემსახურება ნებისმიერი პროფილის კომპანიას, იქნება ეს საბანკო, სამედიცინო თუ სხვა სფეროში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის პროდუქტი სჭირდება - ჩატბოტის შექმნით დაწყებული აპლიკაციით დასრულებული. გარდა ამისა, კომპანია ტრადიციულ დეველოპერულ მომსახურებასაც უზრუნველყოფს.

“ძირითადად კლიენტები გვყავს ამერიკაში და ევროპაში. ჯერჯერობით საქართველოში კლიენტების ბაზა არ გვაქვს. თუმცა, ამ მიმართულებითაც ვაპირებთ ვიმუშავოთ. გვყავს ძალიან მაგარი დეველოპერები, როგორც ხელოვნური ინტელექტის, ასევე ტრადიციული Software Development-ის მიმართულებით“, - განუცხადეს Forbes-ს კომპანიაში.  

მათივე თქმით, მთლიანად დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას 40-მდე თანამშრომელი ჰყავს და ასევე რამდენიმე დისტანციურად მომუშავე დეველოპერი.

კომპანია 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ მან არაერთ პროექტზე იმუშავა. კომპანიაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტად მიიჩნევენ “ამაზონის“ კონტრაქტორი შვეიცარიული კომპანიის დაკვეთით განხორციელებულ პროექტს.

“ჩვენი დეველოპერების მიერ გასაკეთებელი იყო მოდელი, აპლიკაცია, რომელიც ახდენს საკვებ პროდუქტებზე დატანილი ინფორმაციის იდენტიფიკაციას, პროტეინებს შეიცავს თუ რა შემადგენლობა აქვს. ასევე ქვეყნის რეგულაციებთან რამდენად შესაბამისია პროდუქტის შემადგენლობა და ა.შ“, - აღნიშნეს კომპანიაში.

გარდა ხელოვნური ინტელექტის კუთხით პროდუქტების შექმნისა, MaxinAI-ს გახსნილი აქვს ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის უფასო სასწავლო სკოლაც. მსურველებისთვის 6-თვიან კურსს გამოცდილი დეველოპერები და ინჟინრები ატარებენ.

როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, კურსის მთავარი იდეა არის ის, რომ წარმატებული ადამიანები კომპანიაში დასაქმდნენ.

კომპანია თავდაპირველად დეველოპერებმა და ამ სფეროში მომუშავე ადამიანებმა - ლევან ცინაძემ და იოსებ ხუციშვილმა შექმნეს. მათ რამდენიმე პროექტით დაიწყეს. მოგვიანებით კი კომპანიას შეუერთდა გიორგი ჯვარიძე, რომელსაც ევროპის წამყვან კომპანიაში ამ მიმართულებით ძალიან დიდი გამოცდილება აქვს.

კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ისინი საქართველოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების და ამ მიმართულებით კადრების გაზრდის კუთხით თავიანთ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ.

ჩვენ გირჩევთ

რატომ აღწევს წარმატებას საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, მაშინ როცა ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხს განიცდის?

რატომ აღწევს წარმატებას საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, მაშინ როცა ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხს განიცდის?

რატომ აღწევს წარმატებას საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, მაშინ როცა ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხს განიცდის?

რატომ აღწევს წარმატებას საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, მაშინ როცა ბევრი დასავლური ქვეყანა მარცხს განიცდის?

წინა სტატია

დასავლეთის ენერგეტიკულ ფრონტზე სერიოზული სანქციებია
11 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

სიმეტრიულად მნიშვნელოვანი ჰარმონია შინ და გარეთ
12 მარტი, 2020
ყველაზე მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
რეიტინგი | აგვ, 30, 2020
საქართველოს ტოპ 7 უმაღლესი სასწავლო დაწესებულება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობებით
საქართველო | სექ, 03, 2020
ახალი გათვლები
მენეჯერები | აგვ, 24, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker