სამრეწველო პროდუქციის წარმოება 10.2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის წარმოება 10.2 პროცენტით გაძვირდა

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი უჩვენებს, თუ რამდენად ძვირდება/იაფდება სამრეწველო პროდუქციის წარმოება საქართველოში. აღნიშნული ინდექსი მიმდინარე წლის ივნისში წინა თვესთან (მაისთან) შედარებით 1.3%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის ივნისთან შედარებით 10.2%-ით.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის წარმოება გაძვირდა (12.9%-ით). მათ შორის, საკვები პროდუქტების (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოება გაძვირდა 17.3%-ით, ცელულოზა-ქაღალდის მრეწველობა და საგამომცემლო საქმიანობა 29.9%-ით, რეზინისა და პლასტმასის ნაწარმის წარმოება 27.8%-ით.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *