YouTube-ი კორონავირუსის შესახებ ვიდეოების მონეტიზების საშუალებას იძლევა

YouTube-ი კორონავირუსის შესახებ ვიდეოების მონეტიზების საშუალებას იძლევა

YouTube-ი პოლიტიკას ცვლის და ვიდეოების შემქნელებს კორონავირუსის შესახებ მომზადებული ვიდეოების მონეტიზების საშუალებას აძლევს. ამ დრომდე YouTube-ის სარეკლამო გზამკვლევის მიხედვით, არ იყო შესაძლებელი ისეთი ვიდეოების მონეტიზება, რომელიც სენსიტიურ თემატიკას მოიცავდა.

“ნათელი გახდა, რომ ეს საკითხი ახლა ყოველდღიური განხილვის მთავარი ნაწილია. ჩვენ გვინდა, რომ მედიაორგანიზაციებმა და ვიდეოების ავტორებმა შეძლონ აწარმოონ ხარისხიანი ვიდეოები“, – განაცხადა YouTube-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სუზან ვოიჩიცკიმ.

თუმცა, როგორც სოციალურ ქსელში აცხადებენ, ყველა ავტორს არ ექნება კორონავირუსის შესახებ ვიდეოების მონეტიზების საშუალება. ამის უფლება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით არხებს მიეცათ.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *