ბილ გეითსი Microsoft-ის დირექტორთა საბჭოს ტოვებს

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეითსმა განაცხადა, რომ ის ტოვებს კომპანიის დირექტორთა საბჭოს, ის ასევე ტოვებს Berkshire Hathaway-ის საბჭოსაც.

"მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ორივე საბჭო, სადაც ვიყავი ამ დრომდე, როგორც Microsoft-ში, ასევე Berkshire Hathaway-ში, რათა უფრო მეტი დრო დავუთმო საქველმოქმედო საქმიანობას, მათ შორის გლობალური ჯანდაცვის, განვითარების, განათლების კუთხით და გავზარდო ჩართულობა კლიმატურ ცვლილებებთან ბრძოლაში“, - განცხადა გეითსმა.

მისივე თქმით, ორივე კომპანიის ხელმძღვანელობა ისეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა, როგორც ახლა, ამიტომაც დროა მან ეს ნაბიჯი გადადგას.

"Microsoft-თან დაკავშირებით, ბორდიდან გადადგომა, არ ნიშნავს იმას რომ მე ვტოვებ ჩემს კომპანიას. Microsoft-ი ყოველთვის იქნება ჩემი ცხოვრების მნიშნელოვანი ნაწილი და მე გავაგრძელებ სატიასთან და ტექნიკურ ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას, რათა დავეხმარო მათ ხედვის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ამბიციური მიზნების მიღწევაში. თავს იმაზე უფრო ოპტიმისტურად ვგრძნობ, ვიდრე ოდესმე იმაში, რომ კომპანია პროგრესს განიცდის“, - განაცხადა ბილ გეითსმა.

გეისმა Microsoft-ი 1975 წელს პოლ ალენთან ერთად დააარსა. გეითსი Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორი იყო 2000 წლამდე, ამჟამად კომპანიას სატია ნადელა ხელმძღვანელობს.

ამასთან, ბილ გეითსი Microsoft-ის მთავარი აქციონერია, ის აქციების 1,36%-ს ფლობს. კომპანია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიას წარმოადგენს, რომელიც ბაზარზე $1.21 ტრილიონადაა შეფასებული.

ჩვენ გირჩევთ

ჩინეთის ეკონომიკა 1970-იანი წლების შემდეგ პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშე

YouTube-ი კორონავირუსის შესახებ ვიდეოების მონეტიზების საშუალებას იძლევა

ჩინეთის ეკონომიკა 1970-იანი წლების შემდეგ პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშე

ჩინეთის ეკონომიკა 1970-იანი წლების შემდეგ პირველად დაღმასვლის საფრთხის წინაშე

წინა სტატია

ახალი ძველი ტრადიცია
15 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Bill Gates leaves Microsoft board
14 მარტი, 2020
"ქვეყნები დროს კარგავენ" - WHO-ს საყვედური
ახალი ამბები ქართულად | მარ, 26, 2020
ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება
ახალი ამბები ქართულად | მარ, 20, 2020
Coronaეკონომიკა
სტრატეგიები | აპრ, 06, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker