სინგაპურის პრემიერი - ვირუსი შესაძლოა უფრო დამაზიანებელი იყოს, ვიდრე 2008 წლის ფინანსური კრიზისი

კორონავირუსის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური პრობლემები გაცილებით უფრო სერიოზულია, ვიდრე 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისი იყო სინგაპურისთვის. ამის შესახებ სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა ლი სიან ლუნიმ განაცხადა.

“არ შეგიძლია თქვა წინასწარ როდის დასრულდება პანდემია, თუმცა, იგი სავარაუდოდ, მიმდინარე წელს გაგრძელდება და საკმაოდ შესაძლებელია, რომ უფრო დიდხანსაც. ეკონომიკური დარტყმა ახლა უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე გლობალური ფინანსური კრიზისის დროს იყო და უფრო ხაგრძლივიც“, - დაწერა სინგაპურის პრემიერმა “ფეისბუქზე“.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადებამდე სინგაპურის ეროვნულმა ბანკმა სცადა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ბაზრები ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს, მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობაზე დამოკიდებული სინგაპურის ეკონომიკა განსაკუთრებით მოწყვლადია არსებული საფრთხეების პირობებში.

შეგახსენებთ, სინგაპურში კორონავირუსით დაინფიცირების 220-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ჩვენ გირჩევთ

Google-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

ბრიტანეთმა კორონავირუსის გამო, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეამცირა

Google-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

Google-ი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

წინა სტატია

თებერვალში ფულადი გზავნილები 9.5 პროცენტით გაიზარდა
16 მარტი, 2020

შემდეგი სტატია

Virus May Be More Damaging Than Financial Crisis, Singapore’s PM Says
16 მარტი, 2020
განსხვავებული ლიბერთი
ინტერვიუ | მაი, 18, 2020
პანდემიის პირისპირ
ინტერვიუ | მაი, 08, 2020
5 რამ რუსული პროპაგანდის შესახებ
მოსაზრება | მაი, 22, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker