მთავრობა სულ უფრო ძვირად იღებს საშინაო ვალს

მთავრობა სულ უფრო ძვირად იღებს საშინაო ვალს

ბოლო თვეებში სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთები სწრაფად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ მთავრობას შიდა ვალის აღება უძვირდება. საპროცენტო განაკვეთის ზრდას რეფინანსირების სესხის განაკვეთის ზრდა, ინფლაციის გაზრდილი მაჩვენებელი და რისკიანობის ზრდა იწვევს.

ერთწლიანი სახაზინო ვალდებულებების საპროცენტო განაკვეთმა ბოლო ვაჭრობაზე 9.5% შეადგინა, რაც 3.7% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხოლო ორწლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთმა ივლისში10.7% შეადგინდა, რაც 4% პუნქტით მეტია იანვრის მაჩვენებელზე. ხუთწლიანი ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი ბოლო 6 თვეში 5.2% პუნქტით გაიზარდა.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *