ჯეკ მა აფრიკის ყველა ქვეყანას პირბადეებს და ანალიზისთვის საჭირო ტესტებს გაუგზავნის

ჯეკ მა აფრიკის ყველა ქვეყანას პირბადეებს და ანალიზისთვის საჭირო ტესტებს გაუგზავნის

ჩინელი მილიარდერი და Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა აცხადებს, რომ აფრიკის ყველა ქვეყანას პირბადეებს და კორონავირუსისთვის საჭირო ანალიზის ტესტებს გაუგზავნის. ჯეკ მას ფონდი ჯამში 1,1 მილიონ ტესტს, 6 მლნ პირბადეს და სახის და სხეულის დამცავ 60 000 სპეციალურ აღჭურვილობას გაგზავნის.

ფონდი აფრიკის ადგილობრივ სამედიცინო ინსტიტუტებს დაუკავშირდება და მათთვის კორონავირუსის მკურნალობის შესახებ ონლაინ ტრეინინგსაც უზრუნველყოფს.

„მსოფლიო ვერ გაუმკლავდება კორონავირუსის პანდემიის წარმოუდგენელ შედეგებს აფრიკაში“, – განაცხადა ჯეკ მამ.

აფრიკის კონტინენტზე ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების 300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. ყველაზე მეტად დაზარალენულია ეგვიპტე.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ  Alibaba-ს დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ ის აშშ-შიც გააგზავნის კორონავირუსის 50 000 ცალ ტესტს და 1 მლნ პირბადეს. ის ასევე გეგმავს მსგავსი დონაციის გაკეთებას ევროპისა და ირანისთვისაც.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *