20-მა მდიდარმა ადამიანმა ერთ თვეში $293 მლრდ დაკარგა

20-მა მდიდარმა ადამიანმა ერთ თვეში $293 მლრდ დაკარგა

კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს ოცი ყველაზე მდიდარი ადამიანი ერთ თვეში $293 მლრდ-ით აზარალა. 13 თებერვალს მათი ქონება $1,4 ტრილიონზე მეტი იყო, ახლა კი მათი ჯამური ქონება $1,1 ტრილიონზე ჩამოვიდა.

გასული თვის ყველაზე მეტად დაზარალებული დოლარებში LVMH-ის ხელმძღვანელი ბერნარ არნოა, მისი ქონება 13 თებერვლის შემდეგ $29,9 მლრდ-ით შემცირდა და $79.9 მლრდ-მდე დაეცა მაშინ როდესაც 2019 წელს ის $100 მლრდ-ს ფლობდა. თავად კომპანია LVMH-ის აქციების ფასი დაახლოებით 30%-ით დაეცა ერთ თვეში.

პროცენტულად კი ყველაზე მეტად დაზარალებული ინდოელი მილიარდერი მაკეშ ამბანი გახდა, რომელიც ენერგოკონგლომერატის Reliance Industries-ის დამფუძნებელია. კორონავირუსის გამო ამბანის ქონება თითქმის მესამედიდ შემცირდა, ახლა ის $38.6 მლრდ-ს ფლობს.

ამასობაში, ბილ გეითსის ქონება $5.8 მლრდ-ით შემცირდა კიდევ და $97.8 მლრდ-მდე ჩამოვიდა. ჯეფ ბეზოსი კი $5.3 მლრდ-ით გაღარიბდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა ის $105.1 მლრდ-ის ქონებას ფლობს. მან თებევრლის შემდეგ ჯამში $25.6 მლრდ იზარალა.

გასული ორშაბათის ყველაზე დაზარალებული Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი გახდა, რომელმაც $8.8 მლრდ დაკარგა მას შემდეგ, რაც Facebook-ის აქციების ფასი 14%-ზე მეტით დაეცა. ცუკერბერგის ქონება ახლა $54.3 მლრდ-ია.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *