"აღმოსავლეთ პარტნიორობა - ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის"

18 მარტს, ბრიუსელში გამოქვეყნდა ევროკავშირის ერთობლივი კომუნიკაცია "აღმოსავლეთ პარტნიორობა - ამოცანები 2020 წლის შემდგომი პერიოდისთვის".

საქართველოსთვის ეს ნიშნავს მტკიცე მხარდაჭერის გაგრძელებას ეკონომიკის, სამუშაო ადგილების შექმნის, კავშირებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების სფეროებში. სიახლეს წარმოადგენს მეტი ყურადღების გადატანა გარემოს დაცვაზე, ჯანდაცვასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე.

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა თქვა: “ახალი სტრატეგია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონისთვის ახალ, ამბიციურ ამოცანებს გასაზღვრავს. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს საქართველოდან, ვინც კონსულტაციების პროცესში წვლილი შეიტანა. ეკონომიკური განვითარება, კავშირები და სამუშაო ადგილების შექმნა, ძლიერ დემოკრატიულ ინსტიტუტებთან ერთად, ჩვენი დღის წესრიგის მთავარ საკითხად რჩება. ერთ-ერთ სიახლეს წარმოადგენს ყურადღების გამახვილება გარემოს დაცვასა და ჯანმრთელობაზე, რასაც მე, პირადად მივესალმები, რადგან ვიცი, რომ საქართველო კარგად არის მომზადებული სარგებლის მისაღებად ამ სფეროებში. ასევე ევროკავშირის შიდა პრიორიტეტის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ მეტის გაკეთება ციფრულ სფეროში და დავეხმაროთ ისეთ განვითარებულ პარტნიორს, როგორიც საქართველოა, უფრო სწრაფად შეძლოს საკუთარი ეკონომიკისა და საზოგადოების მოდერნიზება. მზად ვართ, გავაგრძელოთ ამ საკიტხებზე საუბარი ბრიუსელში, 18 ივნისს დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე“.

იხილეთ მეტი:

  • ინფოგრაფიკა ევროკავშირის და საქართველოს ურთიერთობების შესახებ: 

    eap_factsheet_georgia_ge.pdf

ჩვენ გირჩევთ

გასული წლის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა

ჯეკ მა აფრიკის ყველა ქვეყანას პირბადეებს და ანალიზისთვის საჭირო ტესტებს გაუგზავნის

გასული წლის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა

გასული წლის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა

წინა სტატია

გასული წლის ყველაზე მსხვილი სახელმწიფო შესყიდვა
19 March, 2020

შემდეგი სტატია

The EU Joint Communication on Eastern Partnership policy beyond 2020 was published
19 March, 2020
ილონ მასკი: ოთხი კოვიდ-ტესტი ჩავიტარე, მათგან ორი დადებითი იყო, ორი უარყოფითი
ახალი ამბები ქართულად | Nov, 13, 2020
მთელი ქალაქი შენს სმარტფონში
ინტერვიუ | Nov, 23, 2020
Pfizer-ის ვაქცინის პირველი საჰაერო ტრანსპორტირება განხორციელდა
ახალი ამბები ქართულად | Dec, 01, 2020
Forbes Georgia in EnglishForbes WomanForbes Banker