ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება

ებრაელი ნობელის პრემიის ლაურეატი: კორონავირუსის გავრცელების ტემპი მცირდება

ნობელის პრემიის ლაურეატი წარმოშობით ებრაელი მაიკლ ლევიტი აცხადებს, რომ კორონავირუსის ეპიდემია ჩინეთში მცირდება და ვეღარ შეუქმნის რისკს მოსახლეობის დიდ ნაწილს.

მაიკლ ლევიტი ამერიკელ-ბრიტანელი წარმოშობით ებრაელი ბიოფიზიკოსია, რომელმაც ნობელის პრემია ქიმიის დარგში 2013 წლს მიიღო “კომპლექსური ქიმიური სისტემების მოდელის განვითარებაში“. მიუხედავად იმისა, რომ მისი სპეციალობა არ არის ეპიდემიოლოგია, ის საკმაოდ ზუსტად პროგნოზირებდა ვირუსის გავრცელების შენელებას ჩინეთში ჯერ კიდევ თებერვალში.

ლევიტის მეუღლე შოშან ბროში ჩინური ხელოვნების მკვლევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ წყვილი რეგულარულად მოგზაურობს ამერიკას, ისრაელსა და ჩინეთს შორის. როდესაც ჰუბეის პროვინციაში ვირუსმა გავრცელება დაიწყო, ლევიტმა თავის ჩინელ მეგობრებს მისწერა.

“როდესაც მათ გვიპასუხეს, აღწერეს თუ რა რთულ ვითარებაში იმყოფებოდნენ, გადავწყვიტე უფრო ღრმად ჩამეხედა არსებულ რიცხვებში იმ იმედით, რომ რაღაც დასკვნამდე მივიდოდი. ჰუბეის პროვინციაში ვირუსის გავრცელების დონე ყოველდღე 30%-ით იზრდებოდა – ეს შემზარავი სტატისტიკაა. მე არ ვარ ამის ექსპერტი, თუმცა, შემიძლია გავაანალიზო რიცხვები და ექსპონენციალური ზრდა“, – განაცხადა ლევიტმა.

ვირუსის გავრცელება, რომ იმ ტემპით გაგრძელებულიყო, მთელი მსოფლიო 90 დღეში დაინფიცირდებოდა. თუმცა, ლევიტმა განაგრძო რიცხვების დამუშავება, შემდეგ უკვე სქემა შეიცვალა. 1 თებერვალს, როდესაც მან პირველად გადახედა სტატისტიკას, ჰუბეის პროვინციაში დღეში 1 800 დაინფიცირების ახალი შემთხვევა იყო. 6 თებერვალს რიცხვმა 4 700-ს მიაღწია. თუმცა, 7 თებერვალს უკვე რაღაც შეიცვალა.

“ახალი შემთხვევების რიცხვმა ხაზოვნად დაიწყო შემცირება და არც გაჩერებულა. ერთი კვირის შემდეგ კი იგივე მოხდა დაღუპულთა რაოდენობის კუთხითაც. ამ დრამატულმა ცვლილებამ მრუდზე გააჩინა საშუალო ნიშნული და შესაძლებელი გახადა იმის პროგოზი, თუ როდის დასრულდებოდა პანდემია. ამაზე დაყრდნობით, მე დავასკვენი, რომ ჩინეთში ვითარება ორ კვირაში გაუმჯობესდებოდა. და ახლა უკვე დაინფიცირების ძალიან ცოტა ახალი შემთხვევებია“, – ამბობს ლევიტი.

ლევიტმა ტენდენცია საპროცენტო განაკვეთების შემცირებას შეადარა, ასე მაგალითად, თუ ადამიანი დანაზოგზე პირველ დღეს 30%-ს მიიღებს, მეორე დღეს 29%-ს და ა.შ, დიდი ხნის შემდეგ მისი სარგებელი ძალიან მცირე იქნება.

“მაშინაც კი, თუ საპროცენტო განაკვეთები გააგრძელებს ვარდნას, შენ კვლავ გამოიმუშავებ რაღაც რაოდენობის თანხას. ანუ თანხა რისი ინვესტიციაც მოახდინე კი არ მცირდება, პირიქით იზრდება, თუმცა, უფრო და უფრო ნელა. როდესაც დაავადებების საკითხს განვიხილავთ, ეს ადამიანებს ძალიან აშინებთ, ვინაიდან ყოველ დღე ახალი შემთხვევების შესახებ გვესმის. თუმცა, ფაქტი, რომ დაინფიცირების დონე ნელდება ნიშნავს იმას, რომ პანდემიის დასასრული ახლოსაა“, – განმარტავს ლევიტი.

მონაცემებზე დაყრდნობით, ლევიტი პროგნოზირებს, რომ ვირუსი ჩინეთიდან მარტის ბოლოს გაუჩინარდება.

“ექსპონენციალური ზრდის მოდელებით, ვასკვნით, რომ ყოველდღე შეიძლება დაინფიცირდეს ადამიანი, ვინაიდან ყოველდღე ვხვდებით ახალ ადამიანებს. მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ჩვენს საკუთარ სოციალურ წრეს, მაშინ ყოველდღე ძირითადად ერთი და იგივე ადამიანებს ვხვდებით.  თქვენ არ ეხუტებით ყველა ადამიანს, ვისაც ქუჩაში ხვდებით, მომავალში კი თქვენ თავიდან აიცილებთ იმ ადამიანთან მიახლოვებას, ვინ გაცივებულია მაგალითად. რაც უფრო დავიცავთ მითითებებს, მით უფრო ავიცილებთ ინფექციას თავიდან. ამ პირობებში კი ინფიცირებული მხოლოდ 1,5 ადამიანს დააინფიცირებს ყოველ სამ დღეში და დაინფიცირების დონეც გააგრძელებს კლებას“, – განმარტავს ლევიტი.

თუმცა, იზოლაცია და სოციალური კონტაქტების შეზღუდვა არ არის ერთადერთი ფაქტორები ამ კუთხით.  ვუჰანში, სადაც პირველად გავრცელდა ვირუსი, მთელი მოსახლეობა თეორიულად იყო რისკის წინაშე, თუმცა, მოხლოდ 3%-ი დაინფიცირდა.

ნობელის პრემიის ლაურეატს საკრუიზო გემის Diamond Princess -ის მაგალითიც მოჰყავს: “იქ ძალიან კომფორტული პირობები იყო ვირუსისთვის, თუმცა, ამის მიუხედავად, იქ მყოფების მხოლოდ 20% დაინფიცირდა. ეს ბევრია, თუმცა, თითქმის იგივე, რაც ჩვეულებრივი გრიპის ინფექციის დროს არის ხოლმე“.

რაც შეეხება გობალურ სურათს, ლევიტი ქვეყნების მიხედვით პროგნოზებს არ აკეთებს, როდის დაიწყებს ვირუსი შენელებას, თუმცა, ჩინეთი უკვე თითქმის იმ ნიშნულზეა, როდესაც დაინფიცირების შემთხვევა 0-ს გაუტოლდება, სამხრეთ კორეაშიც უკვე იყო პიკი და ახლა დაიწყო დაინფიცირების დონემ კლება.

ლევიტის თქმით, იტალიაში სიკვდილიაობის მაღალი დონე იმის გამოა, რომ იქ მოსახლეობის პროცენტულად უფრო დიდი ნაწილია ასაკოვანი, ა არა ისე, როგორც ეს მაგალითად ჩინეთში იყო, ან საფრანგეთში.

“უფრო მეტიც, იტალიის კულტურა არის ძალიან თბილი, იტალიელებს მდიდარი სოციალური ცხოვრება აქვთ. ამ მიზეზის გამო, მნიშვნელოვანია რომ ადამიანებმა დისტანცია დაიკავონ და დაინფიცირებულებს არ ჰქონდეთ კონტაქტი ჯანმრთელ ადამიანებთან“, – აღნიშნა ლევიტმა.

მისივე თქმით, რაც უფრო მკაცრი თავდაცვითი ზომები იქნება მიღებული, მით უფრო მოიგებენ დროს ვაქცინის შექმნამდე.

Jerusalem Post

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *